|
2023-08-08 13:57:32, 920 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოში ბევრმა ამჯობინა თვალის დახუჭვა, ამ აგრესიის წაყრუებამ მოგვიტანა 2014 და 2022 წლების უკრაინა, ომის გადატანა ევროპის შუაგულში
დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულების ხსოვნას. 400-ზე მეტი სამხედრო, პოლიციელი, სამოქალაქო პირი დაიღუპა, 2000-ზე მეტი დაშავდა და დაიჭრა, ეს იყო დიდი ტრაგედია, რომელიც 15 წლის წინ დატრიალდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, 2008 წელს საქართველოში მომხდარზე თვალის დახუჭვამ გამოიწვია 2014 და 2022 წლის უკრაინა. „სამწუხაროდ, მაშინ ბევრმა ამჯობინა თვალის დახუჭვა, ნაცვლად იმისა, რომ სანქციები დაეწესებინათ რუსეთისთვის, ემბარგო დაუწესეს საქართველოს იარაღის შესყიდვაზე; ნაცვლად იმისა, რომ ჰქონოდათ მკაცრი პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ზოგი რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვით იყო დაკავებული, ზოგი სტრატეგიული მილსადენების მშენებლობით, ზოგი კი ომიდან ორი წლის თავზე, წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმს მართავდა რუსულ ჯართან ერთად. ალბათ ჩვენ ვიყავით ზედმეტად პატარა და ზედმეტად განაპირა. თუმცა, 2008 წელს ამ აგრესიის წაყრუებამ მოგვიტანა 2014 და 2022 წლის უკრაინა და ომის გადატანა ევროპის განაპირიდან ევროპის შუაგულში. ახლა უკვე ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ ისინი ჩასწვდნენ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის არსს, თუმცა ახლა უკვე სიტყვები საკმარისი არ არის, ახლა მნიშვნელოვანია საქმე. საქართველომ თავისი წილი ომისა უკვე იომა, მე მესმის, რომ სხვებს არ უნდათ, შეიძლება, ომი, თუმცა მათი ვალდებულებაა, ახლა უკრაინას დაუდგნენ გვერდში, რათა მან არ წააგოს ეს ომი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)