|
2023-08-08 13:37:09, 546 ნახვა
საზოგადოება
მდინარაძე - წყლის მონიტორინგის 20-მდე ობიექტია რეგიონში და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც ადრეული გაფრთხილების სისტემას ანალიზის საშუალება უნდა მისცეს
ადრეული გაფრთხილების ერთიანი სისტემა მოიცავს რამდენიმე კომპონენტს, მათ შორის, ჰიდროლოგიურ კვლევებთან და კომპონენტებთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად მოიცავს წყლის მონიტორინგის სისტემას. ასეთი 200-მდე ობიექტია დამონტაჟებული, მათ შორის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში წყლის მონიტორინგის სისტემის 20 ობიექტია დამონტაჟებული. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც შემდეგ ერთიანი გაფრთხილების სისტემას ანალიზის საშუალება უნდა მისცეს და ამან უნდა იმუშაოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს შოვის ტრაგედიაზე საუბრისას განუცხადა. მდინარაძის თქმით, სპეკულაციები, რომ საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან მთავარი ადრეული გაფრთხილების სისტემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის - წყლის დონის ცვლილება, წყალმზომებს არ დაუფიქსირებიათ. „იაპონია, ჩინეთი ტექნოლოგიური თვალსაზრისით არიან ზენიტში, თუ რამე შეიძლება, ყველა ტექნიკა აქვთ და შესაბამისად ვიცით, რომ ისინი ძალიან დიდ პროცენტს ვერ იცილებენ თავიდან, ევაკუაციას ვერ ახერხებენ. ძალიან დიდი უბედურებები ხდება ყველგან, მათ შორის, ჩვენგან გაცილებით მაღალ ტექნოლოგიურ ქვეყნებში. როცა თანდართვა ხდება რამდენიმე სტიქიური მოვლენის, შეუძლებელია ამის პროგნოზირება. თუ წყლის კომპონენტთან დაკავშირებით რამე კითხვის ნიშანი არ არის, ადრეული გაფრთხილების სისტემა მთელ საქართველოში, ყველა მდინარეზე რომ ყოფილიყო დაყენებული, ამ შემთხვევაში ვერ იმუშავებდა იმიტომ, რომ გვაქვს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, წყლის მონიტორინგის სისტემაში წყალმზომებს არ დაუფიქსირებიათ მატება ან კლება. ეს მთავარი კომპონენტია და ამაში გავერკვიე ბოლო ორი დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კითხვები გაჩნდა თქვენი მხრიდან. აღმჩონდა, რომ რა სისტემაც არ უნდა ყოფილიყო დაყენებული, თუ ამ კომპონენტში ვერ დაფიქსირდებოდა რამე ცვლილება, ანალიზი შეუძლებელი იყო. შესაბამისად, რამე საფრთხის აცილება, ევაკუაცია ან რასაც თქვენ საუბრობთ და ატყუებთ საზოგადოებას, იყო შეუძლებელი“, - უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)