12:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-07 12:57:51, 746 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი შოვზე - საზოგადოებამ ნახა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს რუსულ რეჟიმს ადამიანების მიმართ

ამ დღეების განმავლობაში, საზოგადოებამ თავად ნახა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს რუსულ რეჟიმს ადამიანების მიმართ და ჩემზე უკეთეს ანალიზს აკეთებს ხალხი,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, "ვინც გულგრილად მიუდგა ამ სიტუაციას, ჩაიდინა უკანონობა", უნდა დაისაჯოს.

“მე მინდა, სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო ეს ტრაგიკული დღეები. ძალიან მძიმეა, ორი შვილის მამა ვარ და უმძიმესია ამ ყველაფრის ყურება ყოველდღიურ რეჟიმში - ამ ოჯახების, ამ ადამიანების, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ოჯახის წევრები, ბავშვები, ეს არის უმძიმესი ტრაგედია.

მე ვეცდები, მაქსიმალურად თავი შავი შევიკავო, თუმცა ერთი აუცილებლად უნდა ვთქვათ - ამ დღეების განმავლობაში, საზოგადოებამ თავად ნახა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს რუსულ რეჟიმს ადამიანების მიმართ და ჩემზე უკეთეს ანალიზს აკეთებს ხალხი.

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც გულგრილად მიუდგა ამ სიტუაციას, გამოიჩინა გულგრილობა, ჩაიდინა უკანონობა, იყვნენ დასჯილები და საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც არ შეგვეშინდება დილით გაღვიძება, გადაადგილება, დასვენება და უსაფრთხოების პრობლემები არ გვექნება.

ამიტომ, სხვა პოლიტიკურ განხილვებში ამ თემასთან დაკავშირებით ნამდვილად არ შევალ, ამის დრო აუცილებლად დადგება, თუმცა მანამდე ის უმძიმესი ტრაგედია, რაც განვითარდა შოვში, კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო საქართველოს მოქალაქეებს",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics