|
2023-08-06 12:43:16, 835 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - უმძიმესია მდგომარეობა შოვში - მეორე მხრივ, ხელისუფლებას უწევს, კამპანიური დეზინფორმაციის წინააღმდეგ იბრძოლოს
უმძიმესია მდგომარეობა, რომელიც გვაქვს შოვში. მდგომარეობა, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს არც ქვეყანაში და არც ქვეყნის გარეთ ამ მოვლენების მიმართ, ენით აღუწერელი ტრაგედიაა. გვყავს გარდაცვლილები, რომელთაგან ზოგიერთის იდენტიფიცირებაც კი ჭირს. აქ სიტყვები ზედმეტია, ყველას თანავუგრძნობთ, ყველას გულწრფელი სამძიმარი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ შოვში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, არსებული მძიმე ვითარების პარალელურად, "ხელისუფლებას კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციასთან უწევს ბრძოლა". მისივე განცხადებით, "აღნიშნული დეზინფორმაციებით, ოპოზიცია სტიქიის შედეგებით სარგებლობის მიღებას ცდილობს". „ძალიან მტკივნეულია იმის გააზრება, რომ სტიქიის შედეგებთან ბრძოლასთან ერთად, ხელისუფლებას უწევს, ებრძოლოს დეზინფორმაციას. ხელისუფლებას უწევს იბრძოლოს იმ კამპანიური დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომელიც სოციალურ ქსელებში თუ "ნაცმოძრაობის" ტელევიზიებში გვაქვს. ყოველ დღე, დღეში 3-4-ჯერ სხვადასხვა ახალ-ახალი კამპანიები იწყება, ხდება სტიქიით და მისი შედეგებით სარგებლობა. სამწუხაროდ, ამის თქმა გვიწევს, შეუძლებელია სხვანაირი შეფასება, სიღრმეებში არ შევდივართ. ხელისუფლებას ხან კოტეჯებზე ნებართვების გაცემას აბრალებენ, რომელიც კომუნისტების დროიდან იქ დგას რამდენიმე ათეული წელიწადია და ჩვენზე უფროსებიც კი ამბობენ, რომ ბავშვობაში ამ კოტეჯებში ისვენებდნენ. ხან ვერტმფრენებზეა საუბარი, რომლის საჭიროება რაც იყო, აბსოლუტურად აღმოფხვრილი იყო და არანაირი დამატებითი ვერტმფრენი იქ სამუშაოს ვერ ჩაატარებდა როგორი ხედვის კამერითაც არ უნდა ყოფილიყო. ჩვენი გმირი ბიჭები, მაშველები, პოლიციელები, უკვე ჯარისკაცებიც, ყველა შესაბამისი უახლესი აღჭურვილობით, სპეცტექნიკით არიან შეიარაღებულები და პროფესიონალურ დონეზე მიყვებიან იმ სამუშაოს, რაც კი თეორიულ დონეზეც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)