12:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-05 14:15:42, 947 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ემოციური ფონია გასაგებია, საბოლოო ჯამში ყველაფერი გაირკვევა, ამიტომ სასურველია, არავინ იჩქაროს დასკვნების გაკეთება

"ემოციური ფონია და ეს აბსოლუტურად გასაგებია, საბოლოო ჯამში ყველაფერი გაირკვევა, ამიტომ სასურველია, არავინ იჩქაროს დასკვნების გაკეთება. არიან კომპეტენტური სტრუქტურები, ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დეტალური დასკვნის დადება - განუცხადა ჟურნალისტებს შოვში „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 

მისი თქმით, როგორც კი იქნება ეს დაკვნა, ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს დამატებითი კომენტარები

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ არ უნდა იჩქაროს დასკვნების გამოტანა. ემოციური ფონია და ეს აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა, საბოლოო ჯამში ყველაფერი გაირკვევა, ამიტომ სასურველია, არავინ იჩქაროს დასკვნების გაკეთება. არიან კომპეტენტური სტრუქტურები, ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დეტალური დასკვნის დადება ყველაფერთან დაკავშირებით, როგორც კი იქნება ეს დაკვნა, ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს დამატებითი კომენტარები“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, უწყებები არიან ის სტრუქტურები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან, რა ხდება, როგორ ტარდება სამუშაოები, აქედან გამომდინარე, ყველაზე კომპეტენტურები ისინი არიან. 

„მე მაქვს ჩემი ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემგან არ იქნება სწორი ამ დეტალებზე საუბარი. არიან შესაბამისი უწყებები, სტრუქტურები, რომლებსაც შეუძლიათ კომპეტენტური პასუხის გაცემა ამასთან დაკავშირებით. მე რაც არ უნდა ინფორმირებული ვიყო ამ ყველაფერზე, ჩემგან არ იქნება სწორი დეტალების შესახებ კომენტარების კეთება. ყველაფრით დავინტერესდებით, მე არ შევალ დეტალებში, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რაც არ უნდა ბევრი ინფორმაცია მქონდეს მე არ ვარ კომპეტენტური, რომ ამ კითხვებს ვუპასუხო. არის შესაბამისი კომპეტენტური სტრუქტურები, ადამიანები, რომლებმაც უნდა უპასუხონ ამ შეკითხვას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics