2023-08-05 14:07:20, 728 ნახვა
საზოგადოება
შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.
დაღუპულთა რიცხვი 12 მდე გაიზარდა.
შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება - მაშველები 25-მდე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ჯარიც. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,