20:54 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-05 13:09:42, 829 ნახვა

საზოგადოება
შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 11 ცხედრიდან 6-ის ამოცნობილია, ცხედრები დაზიანებულია და დნმ საჭიროებენ

საგანგებო საკოორდინაციო შტაბის წევრის, ლერი ბარნაბიშვილის ინფორმაციით, შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 11 ცხედრიდან 6-ის ცხედარი ამოცნობილია. 

გარდა ამისა, მისივე თქმით,  ცხედრები დაზიანებულია, ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზიც და შესაბამისად, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად.

"როგორც მოგეხსენებათ, გზა იჭრება, რადგან ამ მეწყრულ მასა ორივე მხრიდან მიუდგნენ მაშველები. დაახლოებით რვა ერთეული ტექნიკა მუშაობს უკვე ერთ მხარეს, იმ ლოკაციაზე, სადაც ძირითადად იქნა გუშინ ნაპოვნი ცხედრები. მძიმე ტექნიკა მუშაობს სამაშველო სამსახურის ქვეითებთან ერთად, ვინაიდან, ჩვენ სამძებრო სამუშაოებს ვახორციელებთ იმ დათქმით, რომ უნდა ვიპოვოთ ცოცხალი ადამიანები და სამწუხაროდ, შესაძლოა, იყოს გვამებიც. ამიტომ სამუშაოები მიმდინარეობს ფრთხილად. ცოცხალი ძალის თანდასწრებით მძიმე ტექნიკასთან ერთად.

რაც შეეხება გუშინდელ მიცვალებულებს, 11-დან ამ ეტაპზე, როგორც ვიცი, ამოცნობილია ექვსი პიროვნება. ისინი იმყოფებიან პროზექტურაში და მიმდინარეობს ასევე დამატებითი სამუშაოები დანარჩენების ამოსაცნობად. სამწუხაროდ, ისეთ გარემოში იქნა აღმოჩენილი ცხედრები, რომ ისინი დაზიანებულია, ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზიც და შესაბამისად, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად.

გუშინ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამუშაოებში ჩაერთო თავდაცვის სამინისტროს ძალები. ქვეითი მაშველები იქ იმყოფებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან ერთად. ასევე მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა და მეორე მხრიდან დღეს გაიჭრება მეწყრულ მასასთან მისასვლელი გზა. კოტეჯებთან გუშინაც მუშაობდა ცოცხალი ძალა, დღესაც მუშაობს და მძიმე ტექნიკაც ახლოსა და მალე მივუახლოვდებით იმ ადგილს, სადაც იყო ეს ყველაფერი" - ამბობს ლერი მღებრიშვილი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics