|
2023-08-04 19:36:45, 711 ნახვა
საზოგადოება
სააკაშვილი - ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, 7 „სუპერ პუმა“, რომელიც ჩვენ შევიძინეთ, შოვში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა
მთელი გულით განვიცდი შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. სააკაშვილის თქმით, როცა ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში დაიბარა საფრანგეთიდან წარმომადგენლები და განუცხადა, რომ საქართველოს აღარ სჭირდებოდა ფრანგული ვერტმფრენები და გადაწყვიტა ძველი, ამორტიზებული რუსული ვერტმფრენების შეკეთება. "მთელი გულით განვიცდი შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. 7 ვერტმფრენი (სუპერ პუმა), რომელიც ჩვენ ნიკოლა სარკოზის დიდი ჩართულობით შევიძინეთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლს შეასრულებდა ახლა შოვში. როცა ჩვენ ამ ვერტმფრენებს ვყიდულობდით, მედვედევი და ლავროვი საფრანგეთს დაემუქრა სანქციებით. თუ საქართველო მიიღებდა ამ ვერტმფრენებს, ისინი ევროკოპტერს აღარ შეუშვებდნენ რუსეთში. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ სუპერპუმებს მივეცით სამოქალაქო სტატუსტი. რეალურად ეს იყო ორმაგი დანიშნულების ვერტმფრენები, როგორც სამხედრო, ასევე სამაშველო. მას სამოქალაქო სახე მიეცა მხოლოდ იმის გამო, რომ რუსული სანქციებისთვის აგვევლო გვერდი. პრეზიდენტი სარკოზი პირადად იყო ამ ვერტმფრენების ყიდვაში ჩართული. სარკოზის პირადი კავშირებით უპრეცედენტო, ფაქტობრივად 0% კრედიტით ვიყიდეთ 7 ევროკოპტერი და დამატებით კიდევ ვგეგმავდით 7 ჩამოყვანას საქართველოში. როცა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში დაიბარა საფრანგეთიდან წარმომადგენლები და უთხრა, რომ საქართველოს აღარ სჭირდებოდა ფრანგული ვერტმფრენები და გადაწყვიტა ძველი, ამორტიზებული რუსული ვერტმფრენების შეკეთება. მას კარგად აუხსნეს, რომ რუსეთი არ გვაძლევდა მარაგნაწილებთან წვდომას და რომ ეს დაჯდებოდა ბევრად ძვირი. ამ საუბრის მიუხედავად ივანიშვილმა დაიწყო მოლაპარაკება პეტერბურგელ ბიზნესმენთან, ევროკოპტერების გასაყიდად, იმ ევროკოპტერების რომელიც საფრანგეთისგან რუსეთის დიდი ზეწოლის მოუხედავად, მაინც ჩამოვიყვანეთ საქართველოში!", - წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათისთვის ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლებმა სტიქიის ზონაში 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მაშველების მიერ ათობით პირი ევაკუირებულია, რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)