|
2023-08-04 18:38:11, 586 ნახვა
საზოგადოება
გვარამია - სახელმწიფოს ინტერესი მოსმენა, თვალთვალი და დარბევა უფროა, ვიდრე ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა
სახელმწიფოს ინტერესი მოსმენა, თვალთვალი და დარბევა უფროა, ვიდრე ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სტიქიის წინააღმდეგ შოვში მიმდინარე მოვლენებს. გვარამიას თქმით, სტიქიური უბედურებები, ძირითადად, მაშველების სიცოცხლის რისკის ამარაა დატოვებული, რაც გამოწვეულია იქედან, რომ სახელმწიფო არ არის ეფექტური ფორსმაჟორულ სიტუაციებში და აღნიშნავს, რომ სამაშველო სამსახურს სჭირდება საფუძვლიანი რეფორმა. "სტიქიური უბედურებები, ძირითადად, ჩვენი მაშველების სიცოცხლის რისკის ამარაა დატოვებული. არ შეიძლება მაშველის პერსონალურ გმირობაზე გადიოდეს ადამიანების სიცოცხლეები. არ შეიძლება და შესაძლებელიც არაა. ამიტომაცაა მუდმივად მსხვერპლი მოსახლეობაშიც და მაშველებშიც. მსხვერპლი სტიქიური უბედურების თანმხლები პროცესია, მაგრამ მისი მინიმიზაციაა სწორედ იმის მაჩვენებელი, რამდენად ეფექტურია სახელმწიფო ფორსმაჟორულ სიტუაციებში. ბოლო პერიოდის ყველა ამგვარ ვითარებაში, სახელმწიფო უკიდურესად არაეფექტური აღმოჩნდა და ყველა შემდგომ სტიქიაში ზუსტად იგივე შეცდომები დაუშვა, რაც წინა შემთხვევებში. ეს კი იმის უტყუარი მანიშნებელია, რომ საქართველოს მთავრობა ადამიანების სიცოცხლეს არაფრად აგდებს და, დიახ, თავადაც სტიქიური უბედურებაა ჩვენი ქვეყნისთვის. სამაშველო სამსახურს სჭირდება საფუძვლიანი რეფორმა. ამგვარ ვითარებაში გამოსავალი სამაშველო სფეროში მსოფლიოს ყველაზე წამყვანი ქვეყნებიდან სარეფორმო ჯგუფის ჩამოყვანა და მათ მიერ ღრმა და საფუძვლიანი წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ჩატარებაა. ცხადია, დიდი დაფინანსების გარეშე ეს წარმოუდგენელია. თუმცა ფული ხელისუფლებას აქვს - სუსს და სხვადასხვა ჯურის სპეცნაზებს უნდა ჩამოაჭრას და აქეთ გადაამისამართოს. საჭიროა პოლიტიკური ნება, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას არა აქვს. მათი ინტერესი მოსმენა, თვალთვალი და დარბევა უფროა, ვიდრე ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა", - წერს გვარამია "ფეისბუქ" გვერდზე. შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათისთვის ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლებმა სტიქიის ზონაში 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მაშველების მიერ ათობით პირი ევაკუირებულია, რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)