|
2023-08-04 17:03:07, 3698 ნახვა
საზოგადოება
იყო თუ არა შესაძლებელი სტიქიის პროგნოზირება
ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი ძალიან არასერიოზულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა, სადაც სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ისმება კითხვა იყო თუ არა შესაძლებელი სტიქიის პროგნოზირება. გარემოს ეროვნული სააგენტო საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტინს ამზადებს, სადაც, სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებს და პროგნოზებს მეცნიერულად ასაბუთებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი „საქართველოში 2022 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2023 წლისთვის“ ცხრა სამხარეო ადმინისტრაციულ ერთეულში წარადგინეს. თუმცა დოკუმენტი საჯაროდ არ გამოუქვეყნებიათ. სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადებული საინფორმაციო ბიულეტენი ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური მონიტორინგის და სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად დამუშავებულ გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) შესახებ ინფორმაციას მოიცავს. ბიულეტენს, ასევე, ახლავს გეოლოგიური საფრთხეების სპეციალიზირებული რუკები საქართველოს ცალკეული მხარეებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით. სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებული საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი გადაეგზავნა შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს, ასევე, სამხარეო ადმინისტრაციებს და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს. დღემდე არ ვიცით რა წერია, აღნიშნულ ბიულეტინში და რა პროგნოზები გაკეთდა 2023 წლისთვის. თუმცა ვიცით რა პროგნოზები იყო გაკეთებული 2022 წლისთვის. არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივამ" გარემოს ეროვნული სააგენტოს უჩივლა და აიძულა 2022 წლის გეოლოგიური პროგნოზი გამექვეყნებინა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის 22 თებერვლის გადმოცემული საჯარო ინფორმაცია. ბიულეტინში ხაზგასმითაა გაწერილი რომ ონის მუნიციპალიტეტში ვითარება საშიშია. გეოლოგებმა და სხვა სპეციალისტებმა მუნიციპელიტეტებს და მთავრობას ურჩიეს, რომ სოფელ ღების ტერიტორიაზე, ასევე მიმდეგაბრე ტერიტორიაზე მდინარეების რიონის, ლათქიშორას და ჩვეშურას კალაპოტების ფორმირება და ნაპირგამაგრებითი სამუშაოების დაწყება. გეოლოგიურ დასკვნასა და პროგნოზში წერია, რომ ონი-შოვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მდინარე რიონის ხეობის მარჯვენა ბორტზე წარმოქმნილია მეწყერი და კლდეზვავი გვერდითი ეროზიით. სპეციალისტები მთავრობას რეკომენდაციას აძლევენ, რომ მოხდეს რიონის დაღრმავება გასწორხაზოვნება, აქტიური გვერდითი ეროზიის უბანზე, ნაპირდამცავი კონსტრუქციის მოწყობა, კლდეზვაური კერის ძირში აკუმილირებული მასალის გაწმენდა-გატანა. ასევე გეოლოგები ითხოვდნენ, ფერდობსამაგრი კედლის მოწყობას. ნინო გუჯარიძე ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხელისუფლება არასწორს ამბობს როცა იძახის კატაკლიზმური პროცესის პროგნოზირება შეუძლებელიაო. "გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენს, სადაც აღწერილია სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი შემდეგი წლისთვის. სეისმოლოგი ილიას უნივერსიტეტის პროფესორი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰყავდეს გეოლოგიური სამსახური. "როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს სამშენებლო, კრიმინალური ქმედება ამ ქვეყანაში. ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰყავდეს გეოლოგიური სამსახური. გეოლოგის თანხმობის გარეშე არ უნდა განხორციელდეს არცერთი პროექტი! გეოლოგებს უნდა ზრდიდეს ქვეყანა. პირიქითაა, აქეთ გვებრძვიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი მეგრელიძის განცხადებით, მსგავსი ტიპის მოვლენები არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული პროცესებია. „ვიმყოფებოდით სტიქიის ზონაში, ძალიან მასშტაბური სტიქიური მოვლენა განვითარდა -ტიპური გლაციალური ღვარცოფი; საკმაოდ დიდ მოცულობასთან გვაქვს საქმე. პროცესების წინასწარი შეფასება შესაძლებელია, მაგრამ პროგნოზირება როდის და რა დროს მოხდება ეს, ფაქტობრივად გამორიცხულია და ამას ვერავინ იტყვის. მსგავსი ტიპის მოვლენა მრავალი ათწლეულია საქართველოში არ დაფიქსირებულა, საკმაოდ მასშტაბური სტიქიური მოვლენა იყო, ბევრად აღემატებოდა მოცულობით დევდორაკს, იგივე მესტია ჭალას. სამწუხაროდ, სახეზე მივიღეთ ასეთი შედეგი. სტიქიის ზონაში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და სამძებრო აქტი. ამ ეტაპზე, ხეობაში მსგავსი პროცესების განმეორების საფრთხე და რისკი არის მინიმალური, რადგან დიდი მოცულობა უკვე ჩამოსულია; თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე არ არსებობს, რადგან გვაქვს ბევრი მყინვარი: თბილისის მყინვარი, ბუბას მყინვარი, იგივე ჭანჭახის ხეობა; ბევრგან შეიძლება განვითარდეს მსგავსი ტიპის მოვლენა და ამისგან დაზღვეული არ ვართ არა მარტო რაჭის რეგიონში, ეს შესაძლოა იყოს სვანეთი, ყაზბეგი, რადგან, როგორც აღვნიშნე, კლიმატის ცვლილებას და გლობალურ დათბობას მოსდევს მსგავსი ტიპის პროცესები“, - განაცხადა ირაკლი მეგრელიძემ. შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით რაჭაში სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)