|
2023-08-04 15:16:27, 633 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი შოვზე - კრიზისულ ვითარებაში საჭირო ტექნიკის ნაკლებობა თვალსაჩინო კიდევ ერთხელ გახდა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 3 აგვისტოს შოვში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, მსგავს კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო. "სახალხო დამცველი მადლობას უხდის სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ ადამიანს გაწეული ძალისხმევისა და თავდადებისთვის და იმედოვნებს, რომ ძალისხმევის შედეგად ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დრომდე დაკარგულია, ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს. სამწუხაროდ, მსგავს კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან. სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მომხდარსა და მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციის საკითხებს", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათისთვის ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლებმა სტიქიის ზონაში 7 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მაშველების მიერ ათობით პირი ევაკუირებულია, რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)