22:27 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-04 14:34:12, 644 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე 7 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. 

როგორც ღარიბაშვილმა, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება, მედიის წარმომადგენლებს უთხრა, 210 ადამიანი გამოყვანილია დამეწყრილი ტერიტორიიდან.

„მინდა ჩვენი ღრმა მწუხარება გამოვხატო, მივუსამძიმრო ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, რომლებიც საუბედუროდ, ამ დიდი ტრაგედიისას გარდაიცვალნენ. კიდევ ერთხელ ვიზიარებ მათ მწუხარებას, ეს არის ძალიან მძიმე ტრაგედია და მთელი ერი გაერთიანებული ამ დიდი ტრაგედიის გარშემო.

მოვისმინე ინფორმაცია, ოპერატიული შტაბი, რომელიც შექმნილია გუშინდელი დღიდან, გამოგზავნილი იქნა 400- ზე მეტი მაშველი, მათ დაიწყეს მუშაობა, 210 ჩვენი მოქალაქე გამოიყვანეს უვნებლად, მანამდე ღამე ჩვენს პოლიციას, ჩვენს სამაშველო სამსახურს ჰქონდა მაქსიმალური მობილიზაცია გაკეთებული ადგილზე, არცერთი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ჯერ კიდევ სტიქიის ზონაში რჩებოდა, არ იყო ყურადღების გარეშე დატოვებული და 210 მოქალაქე უვნებელი გამოიყვანეს.

სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის 7 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს, ძალიან მძიმე ვითარებაა. 30-ზე მეტს კვლავაც ეძებენ, თუმცა დაველოდოთ შედეგებს“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში დღეს ჩავიდა. მთავრობის მეთაურმა, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართულ თათბირზე, მიმდინარე სამაშველო სამუშაოებისა და მოქალაქეების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics