|
2023-08-04 14:03:31, 495 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში იმყოფება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში იმყოფება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრი სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის თათბირს დაესწრო. "ოთარ შამუგიამ მწუხარება გამოთქვა შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო და მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ახლობლებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, პროცესების განვითარებიდან უმოკლეს დროში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა; სამუშაოებში ჩართულია ექვსი ჯგუფი. მიმდინარეობს არა მარტო ვიზუალური დათვალიერება, არამედ ინსტრუმენტალური მონიტორინგი. სპეციალისტების განცხადებით, სტიქია, რომელიც 3 აგვისტოს რაჭაში განვითარდა, დაკავშირებულია ბუნებრივ ფაქტორებთან; ამ ეტაპზე, მსგავსი მასშტაბის პროცესების გამწვავების რისკი არ არსებობს. 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბუბას ხეობაში, კურორტი შოვის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა სახიფათო გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას. წინასწარი შეფასებით, გასულ თვეებში ჰაერის მაღალმა ტემპერატურულმა ფონმა და თანმხლებმა ნალექებმა, ხელი შეუწყო მყინვარების ინტენსიურ დნობას, მყინვარ ბუბას ენასთან მყინვარული მასის ან/და კლდე ზვავის ჩამოშლას და განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მყარი ნატანის დინამიკაში მოყვანას. ამავე დროს, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ინტენსიურად ავითარებს სტიქიურ პროცესებზე დაკვირვების სისტემებს. უკანსაკნელ წლებში, განსაკუთრებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში განთავსდა 60-ზე მეტი მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური თანამედროვე, ავტომატიზებული დაკვირვების სისტემები. ქვეყნის მასშტაბით მუშავდება ბუნებრივი საფრთხეების რუკები და ინერგება მონიტორინგის და პროგნოზირების თანამედროვე სისტემები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული კომპლექსური ხასიათის სწრაფად განვითარებადი სტიქიური პროცესების წინასწარ პროგნოზირება მთელ მსოფლიოში დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)