|
2023-08-03 14:38:38, 873 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჰყავთ ბატონი და არიან მონები, შეუძლებელია, ქვეყანას რამე სასიკეთო გაუკეთონ
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და პარტია "საქართველოსთვის" გაერთიანებით არაფერი შეიცვლება. როგორც მან მედიასთან განმარტა, ოპოზიციის წარმომადგენლები, ყოველთვის ერთი ფრთის ქვეშ იყვნენ გაერთიანებულები. „გადახედეთ ამ ადამიანების წარსულს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში, რა შეუქმნიათ. დღევანდელობასაც გადავხედოთ, რით არიან დაკავებულები. ამ გაერთიანებით არაფერი იცვლება. ეს ადამიანები ყოველთვის ერთი ფრთის ქვეშ იყვნენ, შეიძლება მოგვევლინონ სხვადასხვა პარტიის სახით, შეიძლება რაღაც პლატფორმაზე გაერთიანდნენ, მაგრამ ეს არ ცვლის შედეგს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ წინა წლების მსგავსად, 2024 წლის არჩევნებშიც მოსახლეობის უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. „გადახედეთ ეს ადამიანები რა განცხადებებს აკეთებენ. ერთს ჰგონია, რომ ქვეყანას ჰყავს ბატონები და მათ უნდა ვემონებოდეთ. ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ ჰყავთ ბატონი და არიან მონები, შეუძლებელია რამესასიკეთო გაუკეთონ თავიანთ ქვეყანას. ხალხი ყველაფერს ხედავს, ნუ ჰგონიათ, რომ თავიანთი ტელევიზიების საშუალებით ვინმეს მოატყუებენ. საბედნიეროდ, დღეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არსებობს. ხალხი კარგად ხედავს, ვინ რას წარმოადგენს და ვის რა პოლიტიკური წარსული აქვს. როგორც წინა წლებში, ასევე, 2024 წელს მოსახლეობის უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)