|
2023-08-03 13:00:46, 777 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებმა ანაკლიაში, ახალგაზრდულ ბანაკში შეხვედრა გამართეს
ანაკლიაში ახალგაზრდულ ბანაკს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - კახა ბუხრაძე, მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე - იმედა მაკასარაშვილი და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი თორნიკე მარსაგიშვილი ესტუმრნენ და ბანაკში მყოფ ახალგაზრდებთან ,,ემეგობრე პოლიციას” კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. შსს-ს ცნობით, შეხვედრის მიზანს მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. "სტუმრებმა 300-მდე ახალგაზრდას ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, რა ასაკიდან და როგორ ხდება მართვის მოწმობის აღება, ინფორმაცია მიეწოდათ საგზაო მოძრაობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე, ტრეფიკინგთან ბრძოლის მეთოდებზე, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფუნქციონირებს. საბანაკე პროგრამა შვიდდღიანია. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განმავითარებელ, რეკრეაციულ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)