2023-08-03 12:07:41, 577 ნახვა
საზოგადოება
სართიჭალაში მამაკაცი რკინა-ბეტონის ფილის დაცემის შედეგად გარდაიცვალა
სართიჭალაში მამაკაცს რკინა-ბეტონის ფილა დაეცა, რის გამოც ის ადგილზევე დაიღუპა.
შემთხვევა გუშინ, 2 აგვისტოს მოხდა.
როგორც"ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,