|
2023-08-03 10:15:22, 648 ნახვა
საზოგადოება
წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით 60-მდე „საქმიანი ეზო“ მოეწყობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე „საქმიანი ეზოს’’ მშენებლობის მიმდინარეობას გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში გაეცნო. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ხე-ტყის დამზადებისა და სატყეო მეურნეობის წარმოების მდგრადი სისტემის დანერგვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს საქმიანი ეზოების მოწყობა. მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მოწყობილია 40-მდე საქმიანი ეზო, რომლებსაც, წლის ბოლომდე, 20-მდე ახალი საქმიანი ეზო დაემატება. ამ ეტაპზე სამუშაოები ყვარელში, ახმეტაში, ტყიბულში, საჩხერეში ცაგერსა და მარტვილში მიმდინარეობს. „ტყის კოდექსიდან გამომდინარე, ეროვნულ სატყეო სააგენტოს აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ 2026 წელს სრულად ჩაანაცვლოს სოციალური ჭრის პრაქტიკა და მოსახლეობა უზრუნველყოს მდგრადი ტყისთსარგებლობის შედეგად მოპოვებული საშეშე მერქნით. აქედან გამომდინარე, 2023-2024 წლები სააგენტოსთვის არის გადამწყვეტი და წარმოადგენს სისტემის აწყობისთვის მოსამზადებელ ეტაპს, რისთვისაც საჭიროა როგორც ტექნიკური, ასევე მატერიალური რესურსების მობილიზება“, - განაცხადა კახა კაკაბაძემ. სისტემის პილოტირებისთვის ეროვნული სატყეო სააგენტო საჭირო აღჭურვილობას შეიძენს, რისთვისაც გამოყოფილია, დაახლოებით, 10 მილიონი ლარის დაფინანსება, საიდანაც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია 5 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენი დონორის მიერ გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერაა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)