|
2023-08-02 18:12:55, 1392 ნახვა
ეკონომიკა
მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად „თიბისი ლიზინგმა“ Developing World Markets-სგან 7.5 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა
"თიბისი ლიზინგმა", აშშ-ში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდ Developing World Markets („DWM“) - გან, 7,5 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა, რაც საქართველოში სალიზინგო კომპანიასთან DWM-ის პირველ ტრანზაქციაა და ქვეყანაში DWM-ის ინვესტიციას 32 მილიონ აშშ დოლარამდე ზრდის. მოზიდული ფინანსური სახსრები განკუთვნილია ადგილობრივი მეწარმეებისა და მცირე და საშუალო ბიზნესების საქმიანობის დასაფინანსებლად და მათი მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის. მცირე და საშუალო ბიზნესები საქართველოს სამეწარმეო ლანდშაფტზე დომინირებენ და მათზე მთლიანი წარმოების ღირებულების 55% და კერძო სექტორის ბრუნვის 35% მოდის, რის გამოც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიდი როლი უჭირავთ. თიბისი ლიზინგი აგრძელებს თავისი მისიის მხარდაჭერას - ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, მათთვის აქტივის დაფინანსების ინოვაციური, მოქნილი და მორგებული სალიზინგო შეთავაზებების გზით. „მოხარული ვართ, რომ დავასრულეთ ტრანზაქცია და გავხდით DWM-ის ფინანსური პარტნიორი ინსტიტუტი. პროექტი დაეხმარება ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესებს ალტერნატიული დაფინანსების გზების ხელმისაწვდომობაში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. ეს ტრანზაქცია ასახავს ჩვენს მიზანს, მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მეწარმეებს ინოვაციური, მოქნილი და მორგებული აქტივების დაფინანსების შეთავაზებით. ეს პარტნიორობა გამოხატავს ორივე ორგანიზაციის თანამშრომლობის სურვილს და ჩვენ მოუთმენლად ველით კიდევ უფრო მეტად ნაყოფიერ პარტნიორობას“, - აცხადებს ნუგზარ ლოლაძე, "თიბისი ლიზინგის" ფინანსური დირექტორი. „DWM-ის მიზანია წვლილი შეიტანოს სამუშაო ადგილების შექმნასა და ინკლუზიურ, მდგრად ეკონომიკურ ზრდაში მცირე და საშუალო ბიზნესის მეშვეობით. "თიბისი ლიზინგთან" პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას ვემსახუროთ ამ მიზანს. "თიბისი ლიზინგი" არის უმსხვილესი ლიზინგის პროვაიდერი საქართველოში და ლიდერი მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაში და მოხარული ვართ, რომ მათთან პირველად ვთანამშრომლობთ“, - ამბობს ნაიმჯონ მასაიდოვი, აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ხელმძღვანელი.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)