00:58 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-01 22:21:50, 1214 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ისეთი ძლიერი სახელმწიფო, როგორიც არის ჩინეთი, ღიად ადასტურებს საქართველოსთან ურთიერთობის მნიშვნელობას

ბოლო დღეების განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენმა მოსახლეობამ ნახა ნამდვილად ისტორიული ვიზიტი ბატონი პრემირ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩინეთში, რომელიც დღეს უკვე ყაზახეთში გრძელდება. ეს გახლავთ ნამდვილად ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი თანამშრომლობის პერსპექტივა გამოიკვეთა ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და ძლიერ ეკონომიკასთან, რომელსაც წარმოადგენს ჩინეთი,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

რიჟვაძის თქმით, "განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ისეთი ძლიერი სახელმწიფო, როგორიც არის ჩინეთი, ღიად ადასტურებს საქართველოსთან ურთიერთობის მნიშვნელობას და ეს ურთიერთობის ნიშნული სტრატეგიულ თანამშრომლობის განზომილებაში ავიდა".

"ნამდვილად მისასალმებელია, დახვედრის მომენტიდან შეხვედრების განმავლობაში ყველანი კარგად ვხედავდით იმ ძალიან დიდ პატივისცემას, დაფასებას, რომელსაც ჩინეთი გამოხატავდა ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი მთავრობის მეთაურის და მთლიანად, დელეგაციის მიმართ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ვიზიტი ნამდვილად არის გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული თვალსაზრისით გარღვევის მნიშვნელობის.

აქვე მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, მთლიანად დელეგაციის შემადგენლობას, ვინაიდან თქვენ იცით, რომ გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის შეთანხმება  ჩინურ მხარესთან, კერძოდ, სიჩუანის პროვინციასთან, 80 მლნ-ზე მეტი მოსახლეობით, ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკის პროვინციაა.

საქართველო და მისი მთავრობა ახორციელებს ძალიან თანმიმდევრულ, სტაბილურ საგარეო პოლიტიკას, აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ როგორც დასავლეთ ნახევარსფეროში გვყავს ძალიან ბევრი ღირსეული პარტნიორი, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები, ასევე ვაგრძელებთ ჩვენ სტრატეგიულ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან  და ჩვენ, ჩვენს დონეზეც ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. და ამ ყველაფერთან ერთად, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სწორედ ძლიერ ეკონომიკასთან, ძლიერ სახელმწიფოსთან ჩინეთთან ჩამოგვეყალიბებინა ამ მნიშვნელობის და ამ დონის სტრატეგიული თანამშრომლობა",- განაცხადა რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics