13:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-01 15:06:36, 1067 ნახვა

პოლიტიკა
TI - 1-ელი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, „ლელოს“ 218 300, „ოცნებას“ 108 000, ენმ-ს კი 90 790 ლარი შესწირეს

2023 წლის 1-ელი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, ყველა პარტიამ, ჯამში, 453 336 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან ყველაზე მეტი თანხა შეწირეს პარტიას „ლელო საქართველოსთვის“  – 218 300 ლარი, მეორე ადგილზე „ქართული ოცნება“ გავიდა 108 000 ლარით, ხოლო მესამეზე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 90 790 ლარით,- ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, შემოწირულებების რაოდენობაში, გასული კვარტლის მსგავსად, კვლავ „ლეიბორისტული პარტია“ ლიდერობს, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 44-ჯერ შეწირეს თანხა - პარტიის შემოწირულებების უმრავლესობა ამჯერადაც მცირე თანხებს შეადგენდა (საშუალოდ 109 ლარი).

"საანგარიშო პერიოდში „ქართულ ოცნებას“ სულ სამი დონორი ყავდა, რომელთაც პარტიას, ჯამში, 108 000 ლარი შეწირეს. სამი დონორიდან ორი — ოთარ ფუტკარაძე და დავით დევაძე ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის ბიზნესპარტნიორები არიან, მათმა საერთო კომპანიამ „ბონდი-2009” ამავე პერიოდში 35 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ტენდერი მოიგო.

ოთარ ფუტკარაძემ და დავით დევაძემ ერთსა და იმავე დღეს, 6 ივნისს, „ქართულ ოცნებას“ ჯამში 100 000 ლარი შეწირეს. ფუტკარაძეს 2021 წელსაც ჰქონდა მმართველი პარტიისთვის 60 000 ლარი შეწირული. დევაძე და ფუტკარაძე სამ კომპანიაში არიან პარტნიორები: შპს „ფიშ პოინტი“, შპს „მეთევზეთა გაერთიანება“ და „შპს ბონდი-2009“. განსაკუთრებით საინტერესოა „ბონდი-2009“, სადაც მათი კიდევ ერთი პარტნიორი ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი ნუკრი დოლიძეა. მიმდინარე წლის მარტი-ივნისის პერიოდში კომპანიამ „ბონდი-2009“ 35 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო. 2012 წლიდან „ბონდი-2009“-ს ჯამში 190 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული და 800 000 ლარზე მეტი გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიღებული, ხოლო ამ კომპანიის პარტნიორებს „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში 270,000 ლარი აქვთ შეწირული.

აპრილი-ივნისის პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განხორციელებული შემოწირულებების კანონიერების შემოწმების მიზნით, შემოსავლების სამსახურიდან 11 პოლიტიკური პარტიის შემომწირველ 32 ფიზიკური პირის შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია. მიღებული ინფორმაციით, შემოწირულების განხორციელებისთვის საკმარისი შემოსავალი 28 პირს დაუდასტურდა, ხოლო 4 პირს არ დაუდასტურდა.

ამ ოთხ პირზე აუდიტის სამსახურმა კომერციული ბანკებიდან დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვა. მათგან  ორი „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი იყო, ხოლო ორი - „კონსერვატიული მოძრაობის“,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს - სულ დაკავებულია 8
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე – ფრილანსერების დაზღვევა კომპანია ვაიზერისგან
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics