01:19 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 18:13:18, 808 ნახვა

საზოგადოება
საია ბათუმის აქციაზე - პოლიცია ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და დემონსტრანტების კონსტიტუციურ უფლებებს ზღუდავს

საგანგაშოა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურა ყველა სხვა შემთხვევასთან შედარებით, განსაკუთრებით ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, და, ამ საფუძვლით მომეტებულად, მათ შორის, ძალისმიერი მეთოდებით, ზღუდავს დემონსტრანტების კონსტიტუციურ უფლებებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ბათუმში საკრუიზო ლაინერის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს.

საია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 23 პირი გაათავისუფლოს.

"აღსანიშნავია, რომ თავად ხომალდის მეპატრონესა და დაკავშირებულ კომპანიებთან მიმართებით არსებობს ინფორმაცია მათი სანქცირების შესახებ. 

აქცია რუსეთიდან გამოსული მე-2 საკრუიზო გემის წინააღმდეგ წუხელ, 30 ივლისის გვიან ღამით დაიწყო, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ წუთებშიც გრძელდება. აქციის მონაწილეებს ნავსადგურთან შეკრების საშუალება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლად სამართალდამცავი სტრუქტურა უსაფრთხოების დაცვის ინტერესზე უთითებს. 

საგანგაშოა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურა ყველა სხვა შემთხვევასთან შედარებით, განსაკუთრებით ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, და, ამ საფუძვლით მომეტებულად, მათ შორის, ძალისმიერი მეთოდებით, ზღუდავს დემონსტრანტების კონსტიტუციურ უფლებებს, მშვიდობიანად გააპროტესტონ საქართველოში რუსული ოკუპაცია და რუსული გავლენები. აღსანიშნავია, რომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხო კორიდორი მოუწყო რუსეთის მოქალაქეებს, რათა კრუიზიდან ქალაქში მოსახვედრად დაბრკოლებები არ შექმნოდათ. ამ დროისთვის პოლიციას ისევ ორმაგი ჯებირებით აქვს შემოსაზღვრული ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს ბათუმში მიმდინარე აქციის მონიტორინგს და უკანონოდ დაკავებული პირების ინტერესების დაცვას, თუმცა, ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას არ გასცემს დაკავებული პირების ადგილმდებარეობის შესახებ. ადვოკატებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, მოინახულონ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები წინასწარი დაკავების იზოლატორში", - ნათქვამია საიას განცხადებაში.

შეგახსენებთ, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში დღეს გამთენიისას, დაახლოებით, 06:00 საათზე შევიდა. საკრუიზო ლაინერის შესვლის გასაპროტესტებლად ბათუმის პორტთან აქცია დაიგეგმა და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა.

აღნიშნულის შემდეგ, ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტეს და საკრუიზო ლაინერიდან რუსეთის მოქალაქეების გამოსაყვანად მისულ ავტობუსს პორტთან არ უშვებდნენ. მოგვიანებით კი, ASTORIA GRANDE-ს დატოვება რუსეთის მოქალაქეებმა მაინც შეძლეს. ისინი პორტის ტერიტორიიდან სპეციალური მიკროავტობუსის საშუალებით გაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პორტში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 23 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.

აღსანიშნავია, რომ ASTORIA GRANDE-მ საქართველოს ზღვისპირეთში ერთი მოგზაურობა უკვე მოაწყო. საკრუიზო ლაინერი, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისს შევიდა. აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა. ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ იმავე დღეს საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics