|
2023-07-31 16:55:28, 1277 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ქარქაშაძე - მოხარულები ვართ, რომ იმერეთში Subway-მ გაფართოება სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით დაიწყო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში იმერეთის რეგიონში პირველი ამერიკული სწრაფი მომსახურების რესტორანი Subway გაიხსნა. ქსელის ბოლო თაობის "Fresh Forward-‘’ის ტიპის დიზაინის რესტორანი, რომელიც მთლიანად მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და Subway-ის წარმომადგენლობამ გახსნეს. "ჩვენ დღეს გავხსენით საქართველოში მე-8 და იმერეთის რეგიონში Subway-ს რიგით პირველი ფილიალი. მოხარულები ვართ, რომ იმერეთში ამ ბრენდის გაფართოება სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იწყება. ეს ადასტურებს იმას, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არის არამხოლოდ მგზავრთნაკადის მოზიდვისა და ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი, არამედ რეგიონის ეკონომიკის განმავითარებელი მნიშვნელოვანი ობიექტი. მივესალმები იმას, რომ ამერიკული ბრენდი წარმოდგენილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და კიდევ ერთხელ ამ ფაქტის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ის, რომ დღეს აეროპორტში ვსტუმრობთ აშშ-ს სრულუფლებიან ელჩს ,ქალბატონ კელი დეგნანს. ეს გარდა იმისა, რომ თვითონ ამ ღონისძიების მნიშვნელობას უსვამს ხაზს, არამედ მეტყველებს იმ მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას გაგვაჩნია. ყოველთვის ვგრძნობთ იმ დიდ მხარდაჭერას, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის და საქართველოს ავიაციის განვითარებას ეხება", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. Subway მსოფლიოში რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია, რომელიც მომხმარებელს უგემრიელესი სენდვიჩების,სალათებისა და ორცხობილების ფართო არჩევანს სთავაზობს. სენდვიჩები და სალათები ახლად მომზადებული ინგრედიენტებით, მომხმარებლების თვალწინ და მათი ინდივიდუალური გემოვნების გათვალისწინებით იწყობა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)