01:19 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 15:17:13, 840 ნახვა

საზოგადოება
რუსი ტურისტი - არ მგონია, რომ საქართველოს 20% ოკუპირებული იყოს, აფხაზეთი საქართველო არაა

აფხაზეთი ვიცი, ოკუპირებული ტერიტორიები არ ვიცი. ჯერ სოჭია, მერე აფხაზეთი, მერე საქართველო. აფხაზეთი საქართველო არაა, - ამის შესახებ საკრუიზო ლაინერით - Astoria Grande საქართველოში ჩამოსულმა რუსმა ტურისტმა განაცხადა.

როგორც ტურისტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს 20% არ არის ოკუპირებული და ქართველი ხალხის მიმართ რუსებს კარგი დამოკიდებულება აქვთ.

"ჩვენ რუსეთიდან ვართ, ნოვოსიბირსკიდან. საქართველო და რუსეთი კარგი მეგობრები არიან. აქ ვისვენებთ, საქართველო მოგვწონს, აქ კარგი ხალხია. ეს მხოლოდ მცირე ჯგუფებია, ნაცისტები, რომლებსაც ომი უნდათ. ცუდი ადამიანები ყველგან არიან, ცუდი ერები არ არსებობენ, არსებობს ცუდი ხალხი. არ მგონია, რომ საქართველოს 20% ოკუპირებული იყოს. რუსეთში საქართველოს მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვთ. ხალხი აქ ჩამოდის და მხოლოდ კარგი შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან.

აფხაზეთი ვიცი, ოკუპირებული ტერიტორიები არ ვიცი. ჯერ სოჭია, მერე აფხაზეთი, მერე საქართველო. აფხაზეთი საქართველო არაა, არც რუსეთია. მე აფხაზეთში ნამყოფი ვარ, ხალხს ველაპარაკე, მათი აზრი მაინტერესებდა, ვართ თუ არა ოკუპანტები. მათ მითხრეს, რუსები კარგი ხალხი ხართ, ჩამოდით, აქ იცხოვრეთ, იმოგზაურეთო. დაახლოებით, 5 წლის წინ ვიყავი ბოლოს აფხაზეთში, საზღვარზე", - აცხადებს რუსი ტურისტი.

შეგახსენებთ, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში დღეს გამთენიისას, დაახლოებით, 06:00 საათზე შევიდა. საკრუიზო ლაინერის შესვლის გასაპროტესტებლად ბათუმის პორტთან აქცია დაიგეგმა და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა.

აღნიშნულის შემდეგ, ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტეს და საკრუიზო ლაინერიდან რუსეთის მოქალაქეების გამოსაყვანად მისულ ავტობუსს პორტთან არ უშვებდნენ. მოგვიანებით კი, ASTORIA GRANDE-ს დატოვება რუსეთის მოქალაქეებმა მაინც შეძლეს. ისინი პორტის ტერიტორიიდან სპეციალური მიკროავტობუსის საშუალებით გაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პორტში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 23 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.

აღსანიშნავია, რომ ASTORIA GRANDE-მ საქართველოს ზღვისპირეთში ერთი მოგზაურობა უკვე მოაწყო. საკრუიზო ლაინერი, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისს შევიდა. აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა. ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ იმავე დღეს საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics