15:57 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 10:21:44, 1171 ნახვა

ეკონომიკა
ქუთაისში, „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით, სამაცივრე მეურნეობა მოეწყო

ქუთაისში, „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფინანსური მხარდაჭერით, სამაცივრე მეურნეობა მოეწყო. აღნიშნულ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომპანია „ვათაგის“ მიერ ევროკავშირ-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი სამაცივრე მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ,  მზია გიორგობიანმა და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს. 

„ქვეყნის მასშტაბით, 4 საპილოტე რეგიონში 48 საწარმო დაფინანსდა. მათ შორის არის როგორც ახალი, ასევე გადაიარაღებული საწარმოები. სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიცია 20 მლნ ლარს აღწევს.

ევროკავშირ-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ და სხვა მსგავსი პროგრამები მნიშვნელოვანი ხელშემწყობია რეგიონებში სოციალ-ეკონომიური წარმატებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის. „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ საკუთარ წვლილს შეიტანს სამიზნე რეგიონების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ. 

კომპანია  „ვათაგმა“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მიღებული სესხის ოდენობა 640,000 ლარია; პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს  დაფინანსება 384,000 ლარს შეადგენს. სამაცივრე მეურნეობას 250 ტონა  რძის პროდუქტების შენახვის შესაძლებლობა აქვს. კომპანიაში 60 ადგილობრივია დასაქმებული. პროდუქცია განკუთვნილია ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის.

„საშუალება გვქონდა გვენახა, თუ როგორ მუშაობს ერთ-ერთი კერძო ბიზნესი, რომელმაც ევროკავშირ-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით“  ისარგებლა. აღსანიშნავია, რომ  ამ პროგრამის ფარგლებში 400 ბიზნესი დაფინანსდა  და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იყო ინტეგრირებული მიდგომა, რაც გულისხმობდა არა მხოლოდ კერძო ბიზნესის მხარდაჭერას, არამედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.

ევროკავშირი-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მართავს და  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში - იმერეთში, კახეთში,  გურიასა  და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. პროგრამის მესამე კომპონენტის მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს   ახალი საწარმოების შექმნას, არსებული საწარმოების გაფართოებას ან გადაიარაღებას. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics