2023-07-28 15:17:40, 934 ნახვა
პოლიტიკა
სენატმა საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩად რობინ დანიგანი ოფიციალურად დაამტკიცა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში ახალ ელჩად რობინ დანიგანი დაამტკიცა. ამის შესახები ინფორმაცია სენატში უმრავლესობის Twitter-ზე გამოქვეყნდა.
პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიგანის კანდიდატურა მიმდინარე წლის 14 იანვარს წარადგინა.
მანამდე დანიგანი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,