|
2023-07-28 14:35:34, 1064 ნახვა
პოლიტიკა
მელია - მერაბიშვილისა და კეზერაშვილის პოლიტიკაში არსებობა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის გარანტიაა
მერაბიშვილისა და კეზერაშვილის ოპოზიციაში, პოლიტიკაში არსებობა არის გარანტი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას განცხადებით, მერაბიშვილ-კეზერაშვილი უფრო მიუღებელია საზოგადოებისთვის, ვიდრე "რუსული პოლიტიკის გამტარებელი ხელისუფლება". "სანამ არ გაიაზრებ, რატომ წააგე 2012 წელს და რა უნდა შეცვალო, ვერ მოიგებ. მერაბიშვილის და კეზერაშვილის ოპოზიციაში, პოლიტიკაში არსებობა არის გარანტი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის. ივანიშვილის მმართველობის მე-11 წელსაც კი, ისინი უფრო მიუღებლები არიან საზოგადოებისთვის, ვიდრე რუსული პოლიტიკის გამტარებელი "ოცნების" ხელისუფლება... პრობლემის მოგვარება, იწყება მისი აღიარებით და არა დამალვით... ის რომ "ოცნება" ცუდია, რუსეთი ცუდია, ხალხმა გაიგო და იცის. რეალური ალტერნატივის შექმნა არის საჭირო, ევროპაზე არა ლაპარაკი არამედ ჩვენება, აქედანვე რომ ხარ ევროპული მოწყობის, დემოკრატიული ღირებულებების. მორალური უპირატესობა უნდა შეიძინო "ოცნებაზე" სიმართლით... არჩევანი უნდა მისცე არა ცუდსა და უარესს შორის, არამედ ცუდსა და კარგ შორის. ნებისმიერი ცვლილება ხდება საარჩევნო მხარდაჭერის არსებობით პირველ რიგში, ავტორიტარულ რეჟიმში კი, ცვლილება შესაძლებელია არა 2 და 3 %-იანი, არამედ მხოლოდ დიდი ელექტორალური უპირატესობის მოპოვებით. დიდი ელექტორალური უპირატესობა კი, მხოლოდ დიდ მორალურ უპირატესობას, რეალურ სიახლეს და ცვლილებისკენ სწრაფვას მოაქვს...",- წერს მელია. ენმ-ის ყოფილი თავმჯდმარე ზურაბ ჭიაბერაშვილის „ნაციონალურ მოძრაობის" საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად დანიშვნასაც გამოეხმაურა და "ერთ წრეზე ტრიალი" უწოდა. "იგივეს კეთებით და იგივე წრეზე სიარულით განსხვავებულ შედეგს ვერ მიიღებ, ეს უნდა გავიაზროთ პირველ რიგში... ყველა ის შეცდომა უნდა გავიაზროთ რომელიც დაგვიშვია, თუნდაც ერთობის სახელით მანკიერებების დაფარვისა და შეგუების. საზოგადოების აზრი და ინტერესი უნდა ავსახოთ სწორად პოლიტიკაში, სიტყვას ფასი დავუბრუნოთ და ნდობა აღვადგინოთ... სანამ საზოგადოებას არ ეცოდინება, რომ რასაც ვამბობთ, იმას ვგულისხმობთ, იმაზე ვაგებთ პასუხს და იმას განვახორციელებთ, ცვლილება არ მოვა... ზურაბ ჭიაბერაშვილიც ერთ წრეზე ტრიალია, ანუ რა ხდება უბრალოდ სკამების გარშემო რომ დარბიან და მუსიკა, სადაც გაითიშება იქ რომ სხდებიან, ეგ ხდება ოღონდ პოლიტიკაში. დღეს რაც ხდება "ნაციონალურ მოძრაობაშო", მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ პრინციპულობას არ ჰქონია მნიშვნელობა, ზურა მელიქიშვილი უნდა იყოს გარეთ და ზურა ჭიაბერაშვილი შიგნით (აქ სახელები პირობითია და მოვლენების საილუტრაციოდ არის მოყვანილი, კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება), რა მნიშვნელობა აქვს, მანამდე რა ხდებოდა... ჰოდა, მანდ იკარგება სიტყვისა და პრინციპის ფასი, როდის მატყუებდი, მაშინ თუ ახლა...",- წერს მელია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე. ცნობისთვის, „ნაციონალურ მოძრაობის" საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად ზურაბ ჭიაბერაშვილის დანიშვნის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)