14:14 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-28 14:00:23, 917 ნახვა

პოლიტიკა
TI - საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიებიდან მხოლოდ 1 700-მდე კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიებიდან მხოლოდ 1 700-მდე კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.

TI-ის ცნობით, 1 700-მდე კომპანიიდან 82% საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიების 4.9% დიზაინერულ და სარეკლამო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს; 4.4% განათლების, ხელოვნებისა და გართობის სფეროში საქმიანობს; 3.3% ვაჭრობასა და წარმოების, ხოლო 5.3% სხვადასხვა მომსახურების სფეროს წარმომადგენელია.

შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 326 კომპანია დააფუძნეს, რაც წინა 27 წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics