|
2023-07-28 13:24:54, 1335 ნახვა
საზოგადოება
29-30 ივლისს, ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
"ყველაზე დიდი გამოფენა-გაყიდვა საქართველოში" - 29-30 ივლისს, ბათუმში, People Real-Estate-ის ორგანიზებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. აღნიშნული ინფორმაცია People Real-Estate-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. "საქართველო უცხოეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენისთვის უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს. თუმცა, როგორც ყველგან, წესები აქაც არის და გარკვეული საკითხები მოსაგვარებელია. ყველაფერში თავად გარკვევა არ გევალებათ. ჩვენ, უძრავი ქონების სააგენტო People-ის გუნდი, გიწვევთ პირველ გამოფენაზე, რომელიც ბათუმში საუკეთესო უძრავ ქონებას მიეძღვნება. აქ თქვენ მიიღებთ პასუხებს ყველა შესაძლო კითხვაზე, პირადად გაესაუბრებით ჩვენს წარმომადგენლებს და დარწმუნდებით, რომ ბათუმში თქვენი მოთხოვნების შესაბამისი სრულყოფილი ქონების პოვნა შესაძლებელია!"- ნათქვამია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ვებგვერდზე ასევე მითითებულია, რომ გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ გამოფენის სარეკლამო კამპანიის ერთ-ერთი სახე რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ირაკლი ფირცხალავაა, რომელიც სპეციალურ ვიდეომიმართვასაც ავრცელებს და ამბობს, რომ გამოფენა-გაყიდვა მისი კონცერტით დაიხურება. "ყველას სალამი! მე ირაკლი ფირცხალავა ვარ. 29-30 ივლისს გაიმართება ყველაზე გრანდიოზული Expo უძრავი ქონების სფეროში, საქართველოში. საიმედო მშენებელები, ექსკლუზიური უძრავი ქონება, დიდი ფასდაკლებები შენაძენზე და პრიზების გათამაშება, უნიკალური საინვესტიციო შეთავაზებები და რაღა თქმა უნდა, ჩემი კონცერტი",- ამბობს ფირცხალავა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)