|
2023-07-28 12:10:28, 773 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა რომში, გენეტიკური რესურსების კომისიის რეგულარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა
იტალიის დედაქალაქ რომში, სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) გენეტიკური რესურსების კომისიის 40 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, მე-19 რეგულარული სესია გაიმართა. სესიაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა დ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ლევან უჯმაჯურიძე, 2017 წლიდან, FAO-ში საქართველოს გენეტიკური რესურსების კოორდინატორია. „სესიაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მსოფლიოს ქვეყნების მიერ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების კუთხით გაწეულ საქმიანობებზე ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა მცენარეთა, ცხოველთა, ფრინველთა, წყლის სახეობების, მიკროორგანიზმების და უხერხემლოების გენეტიკური რესურსების კონსერვაცია-შენარჩუნება-ადაპტაციაზე, მდგრად გამოყენებასა და მათი როლის მნიშვნელობაზე კლიმატის ცვლილებების შერბილებაში. ხაზი გაესვა საკანონმდებლო ბაზის განმტკიცების მნიშვნელობას, განსაკუთრებით უძველესი, ხალხური, ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნებას, რეგისტრაციისა და გამრავლების სპეციალური პირობების შემუშავებას. სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) გენერალურმა დირექტორმა ქუ დონგუმ, შემაჯამებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ მთავრობებმა ხელი უნდა შეუწყონ ქვეყნებში სელექციური, სანაშენე საქმიანობის გაძლიერებას, სათესლე და სარგავი მასალების წარმოებას, მეთესლეობის სისტემების დანერგვასა და გაფართოებას, ბიოსტიმულატორების გამოყენებას და მცენარეთა ბიოლოგიური აგენტების გამრავლებას, მცენარეთა ისეთი სახეობების და ჯიშების ფართოდ გაშენებას, რომელიც უზრუნველყოფს ნახშიროჟანგის მაქსიმალურად შეთვისებას და ორგანული ნახშირბადის სახით ბიომასაში და ნიადაგში დაგროვებას. ლევან უჯმაჯურიძე გენეტიკური რესურსების ბანკების მართვის საკითხების განხილვაში მონაწილეობდა. განხილვის ძირითადი თემები იყო კონსერვაციის პრინციპები, გენეტიკური მრავალფეროვნების დაცვა და ინფორმაციების ხელმისაწვდომობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)