14:15 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-28 11:09:35, 736 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მადლობა ამერიკის სახელმწიფოს, რომ იქ „რუსული კანონი“ მოქმედებს

როდესაც ვიღაცას აბრალებენ ტყუილების თქმას, მინდა გავიხსენო FARA-ს ეს დოკუმენტები. მადლობა ამერიკის სახელმწიფოს იმისათვის, რომ იქ მოქმედებს "რუსული კანონი“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ფარას“ კანონის საფუძველზე გამოქვეყნებულ მასალებზე საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არც საელჩო და არც საქართველოს პრეზიდენტი კონკრეტულ კითხვებს არ პასუხობენ.

„რატომ არ პასუხობენ ამ კითხვას - კონკრეტულად საელჩოს კონკრეტული თანამშრომელი იყო თუ არა ჩართული იმ საქმიანობაში, რომელიც არის ნახსენები FARA-ში. ამაზე პასუხი არ გასცა არც საელჩომ და არც საქართველოს პრეზიდენტმა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას რჩება სერიოზული კითხვები, თუ როგორი როლი ჰქონდა საელჩოს კონკრეტულ თანამშრომელს ამ საქმეში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის და საზოგადოებისთვის. ლობისტურ საქმიანობაში არმონაწილეობა, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ კომპანია აკერმანი არ არის ამერიკის საელჩო, მაგრამ აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი იყო თუ არა ჩართული იმ ქმედებაში, რომელიც ლობისტური საქმიანობის ქვეშ მოიაზრებოდა - ეს არის კითხვა, რომელსაც პასუხი დღემდე არ აქვს გაცემული და საზოგადოებას ეს დამატებით კითხვებს უჩენს“,- აღნიშნა კობახიძემ. 

მისივე თქმით, "რომ არ ყოფილიყო „რუსული კანონი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხელმისაწვდომი არ იქნებოდა ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ ღალატს".

„კიდევ იყო უხეში განცხადება, თითქოს ტყუილი გაავრცელეს ტელეკომპანიებმა, პოლიტიკოსებმა, ჩვენ გუნდზე იყო საუბარი. ჩვენთვის ეს არის შეურაცხმყოფელი. არავითარი ტყუილი არავისგან არ იყო ნათქვამი. რაც შეეხება ტყუილებს, გულისტკივილით მინდა გავიხსენო კონკრეტული ტყუილები, რომელიც ითქვა საელჩოს კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან. არ შემიძლია ამას გვერდი ავუარო. მაგალითად, ერთ-ერთი ტყუილი უკავშირდებოდა იმას, რომ თითქოს, პირადად მე, ჩვენი თანაგუნდელები საქართველოს პარლამენტში ვიღებდით „რუსულ კანონს“ და შეგახსენებთ, რომ ამ ტყუილის გამო, რომელიც საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან ითქვა, უმრავლესობიდან 84 დეპუტატი შერაცხეს მოღალატეებად. ეს ძალიან მძიმეა და ამის არ გახსენება არ შემიძლია.

როდესაც ვიღაცას აბრალებენ ტყუილების თქმას, ეს ტყუილი მინდა გავიხსენო, როდესაც „რუსული კანონი“ დაარქვეს ამერიკული კანონის ბევრად უფრო რბილ ვერსიას. ასევე მინდა გავიხსენო FARA-ს ეს დოკუმენტები, მადლობა ამერიკის სახელმწიფოს იმისთვის, რომ იქ მოქმედებს „რუსული კანონი“. დღეს რომ არ ყოფილიყო „რუსული კანონი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ იქნებოდა ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილ ღალატს. ისინი ითხოვდნენ საკუთარი ქვეყნის დასჯას და ამაში ფულს იხდიდნენ. ეს არის პირდაპირი მოღალატეობრივი საქმიანობა და სწორედ ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონის“ დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ამასთან დაკავშირებით მივიღეთ დეტალური ინფორმაცია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “იმედი LIVE“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics