15:15 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-28 09:44:37, 909 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც რუსეთის ახალი პროვოკაცია მშვიდობიანად გააპროტესტა

ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმის ნავსადგურში სოჭიდან საკრუიზო გემის შემოსვლის გამო გამართულ საპროტესტო აქციას.

პრეზიდენტის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია - რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს. შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის",- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში გუშინ, 27 ივლისს შემოვიდა.

აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა.

ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ გუშინვე საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.

მანამდე, გემიდან ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთეს. 

"აფხაზეთი ჩვენ თქვენგან გავათავისუფლეთ. მათ გვთხოვეს დახმარება. თქვენ ტანკებით შეხვედით იქ. ჩვენ ვნახეთ ეს ტანკები. მე ვიყავი აფხაზეთში და თავად ვნახე. მისი ტერიტორია არ ვიცი, მაგრამ ჩვენ არ დაგვიკავებია არც აფხაზეთი და არც საქართველო. "სამხრეთ ოსეთის" შესახებ არაფერი ვიცი, ალბათ, ოსეთმა გვთხოვა დახმარება და ჩვენც დავეხმარეთ. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ არაფერი ვიცი და რუსეთი არ არის ოკუპანტი",- თქვა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

საკრუიზო გემის შემოსვლამდე, განცხადება გაავრცელა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ და განმარტა, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის  ბათუმში შემოსვლა კომერციული ხასიათის იყო.

სააგენტო ირწმუნებოდა, რომ გემი, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურებოდა, რეგისტრირებული იყო სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics