|
2023-07-27 14:43:01, 992 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ველით, რომ ვისაც მეგობრობა სურს, დისტანცირდება საქართველოს წინააღმდეგ რუსული სტილის პროპაგანდისგან
ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, ვისაც ქართველი ხალხის მეგობრობა სურს, დისტანცირდება საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსული სტილის პროპაგანდისგან,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის თქმით, სასამართლოს კანონიერი განაჩენების საფუძველზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ არ წყდება დეზინფრომაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. "სასამართლოს კანონიერი განაჩენების საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ არ წყდება დეზინფრომაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, თუ რამდენად უსამართლო და სიყალბეზე დაფუძნებული იყო გავლენიანი პოლიტიკური და მედიაჯგუფების თავდასხმები. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა კი დაადასტურა, რომ ამგვარი აქტიურობა, ძირითადად, არა ბუნებრივი ინტერესით იყო გამოწვეული, არამედ - წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებული. ნათლად დავინახეთ, რომ ამ რუსული სტილის დეზინფორმაციული კამპანიის ერთადერთი მიზანი, ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაციის და ხელისუფლების შანტაჟის გზით, სამართლიან პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნაა. დეზინფორმაცია და ჰიბრიდული ომის სხვა ტაქტიკები თანამედროვე დემოკრატიებისა და სამართლებრივი სახელმწიფოებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, ვისაც ქართველი ხალხის მეგობრობა სურს, დისტანცირდება საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსული სტილის პროპაგანდისგან. ამ პირობებში, თავისთავად, განცვიფრება გამოიწვია, როდესაც აღმოჩნდა, რომ რუსული სტილის დეზინფორმაციული კამპანიის მწარმოებელ ლობისტებთან კომუნიკაციას არ თაკილობენ მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსები და დიპლომატები. ამიტომ, ახსნა-განმარტების ვალდებულება ახლა ყველა იმ ორგანიზაციის თუ ინდივიდის მხარესაა, რომლებიც, როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის რეესტრიდან ირკვევა, მედიაპლატფორმების მიცემით, რეზოლუციებში ჩანაწერების გატანით თუ სატელეფონო კომუნიკაციით, დისტანცირების ნაცვლად, თანამშრომლობდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის მწარმოებელ კერძო კომპანიასთან. ღირებულებებისადმი ერთგულება გვკარნახობს, რომ, ასეთ დროს, ყველაზე სწორი გზა ლეგიტიმურ წუხილებზე ამომწურავი პასუხების გაცემა და სამომავლოდ მეტი ღიაობის უზრუნველყოფაა. მეგობრობას გულწრფელობა აძლევს სიმყარეს",- წერს პაპუაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)