|
2023-07-27 14:30:42, 980 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფმა“ გლდანულაში მდინარის კალაპოტის დაბინძურებული მონაკვეთი დაასუფთავა
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მდინარე გლდანულის კალაპოტის დაბინძურებული მონაკვეთი დაასუფთავეს. ტერიტორია სპეცტექნიკის საშუალებით სამშენებლო ნარჩენისა და საყოფაცხოვრებო ნივთებისგან გაიწმინდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე გაეცნენ. „კიდევ ერთი დასუფთავების აქცია ჩავატარეთ გლდანის რაიონში, კონკრეტულად, გლდანულაში, N8 კორპუსის მიმდებარედ. ადგილობრივი მოსახლეობა ტერიტორიის გაწმენდას ითხოვდა და, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაგირებაც მყისიერი იყო. მდინარის კალაპოტში სამშენებლო ნარჩენისა და გამოუსადეგარი ავეჯის გადაყრა დაუშვებელია. სამწუხაროდ, დამონტაჟებული ფოტოხაფანგებიც მოიპარეს, თუმცა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აუცილებლად გაკონტროლდება მიმდებარე ტერიტორია“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ. „თბილსერვის ჯგუფის“ პოლიგონზე სამშენებლო ნარჩენის კანონიერად განთავსების შესახებ მოქალაქეებს სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)