|
2023-07-27 14:14:48, 960 ნახვა
საზოგადოება
პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მმართველი კომიტეტი რიგით მე-2 სხდომა გაიმართა
პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მმართველი კომიტეტის რიგით მეორე სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ხელმძღვანელობდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სხდომაზე განიხილეს პროექტის მე-3 შუალედური ანგარიში, რომელიც მოიცავდა 2023 წლის 1 იანვარიდან 30 ივლისის ჩათვლით გაწეულ საქმიანობას და მიღწეული შედეგების ანალიზს. „შუალედურ ანგარიშში წარმოდგენილი იყო პროექტის შვიდი ძირითადი კომპონენტის -ბიომრავალფეროვნების პოლიტიკა და სამართლებრივი ჩარჩო, ჭალის ტყის აღდგენა და განვითარება, ტერიტორიაზე დაფუძნებული კონსერვაცია, ბიომრავალფეროვნების მეინსტრიმინგი, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ეროვნული სისტემის გაძლიერება, დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება - მიზნების მიღწევის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების და მიღწეული შედეგების ანალიზი. პროგრამა „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო 2021-2024“ შემუშავებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შვედეთის საელჩოსთან თემატური პოლიტიკის დიალოგის საფუძველზე და მიზნად ისახავს გარემოს ეროვნული სააგენტოს, ველური ბუნების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას, მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობას. შეხვედრას ესწრებოდნენ მმართველო კომიტეტის წევრები - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და უწყებების, ბუნების მკვლევართა ქართული საზოგადოების „ორქისი“ წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)