15:15 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-27 13:19:41, 890 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ო’ბრაიენის განცხადებაზე - აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ ვმოქმედებთ

საქართველოს მოქმედი ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ღია და გამჭირვალეა, რადგან რთულია, დღეს რამე დამალო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიენის მიერ სენატში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას ისაუბრა.

კალაძის თქმით, თუ რაიმე კითხვები არსებობს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, აღნიშნული საკითხი არა საქართველოსთან, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში უნდა განიხილებოდეს.

„რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას და სხვა ქვეყნების გამოყენებას, რა თქმა უნდა, უნდა ეძებონ სხვა ქვეყნები და არა საქართველო. საქართველოში აბსოლუტურად ყველაფერი გამჭვირვალედ ხდება, ვთანამშრომლობთ ჩვენ პარტნიორებთან და მეგობრებთან. დასამალი არაფერია - ყველაფერი აბსოლუტურად ღიაა და თუ რაიმე კითხვები არსებობს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით,  ეს საკითხი სხვა ქვეყნებთან მიმართებაში უნდა განიხილებოდეს და არა საქართველოსთან“,- განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ასევე გაუგებარია მინიშნება რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე, რადგან საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ აქვს გაცხადებული რეფორმების მნიშვნელობაზე.

„მე რატომ მისვამთ ამაზე შეკითხვას? ადამიანი რას ფიქრობს, ინტერვიუში ვის და რას გულისხმობს, მე როგორ გითხრათ? ქვეყანაში რეფორმები, რა თქმა უნდა, აუცილებელია და საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა, ვინც ამას აკეთებს. 2012 წლიდან მოყოლებული თუ რაიმე წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე, იმ გუნდის დამსახურებაა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. ყველა წარმატება უკავშირდება იმ წლებს, რომელიც ასოცირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდთან. რა თქმა უნდა, რეფორმების განხორციელება და მისი გაგრძელება მნიშვნელოვანია, რადგან შეუძლებელია, დღეს რაღაც გააკეთო და გაჩერდე. ეს პროცესი გრძელდება და ცხადია, მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყნის ინტერესებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას დააზიანებს.

„დღევანდელ რეალობაში შეუძლებელია რაღაცის დამალვა. მაგიტომ ვამბობ, რომ აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ ვმოქმედებთ, მით უმეტეს, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში. ნებისმიერ საკითხსა და თემაზე ყველას მიუწვდება ხელი. რა თქმა უნდა, არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობისთვის“,- დასძინა კალაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯიმ ო'ბრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კოიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ აშშ-ს სურს დარწმუნდეს, რომ იცის, რა იტვირთება თვითმფრინავებში, როცა ისინი საქართველოდან რუსეთში ბრუნდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics