|
2023-07-27 11:40:27, 1726 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ფინანსური პარტნიორია
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის შექმნის იდეა 1995 წელს დაიბადა. იმ დროისთვის საქართველოში არ არსებობდა კერძო კლინიკა და ეს იყო პირველი კერძო ონკოლოგიური სამედიცინო ცენტრი, რომლის მთავარი არსი იყო და არის - სიკვდილზე გამარჯვება! სამედიცინო ცენტრის მთავარი ღირებულებები ყოველთვის იყო ნდობაზე, ზრუნვაზე, კეთილსინდისიერებასა და გამოცდილებაზე აგებული. სწორედ ამან განაპირობა მისი ზრდა. დღეს მარდალეიშვილის ბრენდი აერთიანებს ონკოლოგიის სამედიცინო კვლევით ცენტრს, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრს რუსთავში, სხივურ და ბირთვულ მედიცინის ცენტრს, ჯეოქორდს - ღეროვანი უჯრედების სისხლის ბანკს. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი პაციენტებს მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს და მისი მიზანია მუდმივად განვითარდეს და იყოს სამედიცინო დარგის ლიდერი. „მოხარული ვარ, რომ ბაზისბანკთან ჩვენი თანამშრომლობა შედგა. ბაზისბანკის გუნდთან პარტნიორული ურთიერთკომუნიკაციით და მეგობრული ურთიერთობებით ვაკეთებთ საერთო საქმეს და ვდგავართ ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ბაზისბანკი არის ერთგული პარტნიორი, რომელიც ითვალისწინებს ჩვენს ინტერესებს და მომავალშიც ვგეგმავთ არაერთი დიდი პროექტის ერთობლივად განხორციელებას“, - აცხადებს ილია მარდალეიშვილი, გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, რომელიც მაღალკვალიფიცირებული, საუკეთესო გამოცდილების მქონე პერსონალით არის დაკომპლექტებული. მოხარული ვარ, რომ ჩვენი, როგორც სანდო ფინანსური პარტნიორის თანადგომით, ცენტრი კიდევ მეტად ფართოვდება და დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენთან პარტნიორობით ცენტრი კიდევ ბევრ წარმატებულ პროექტს განახორციელებს“, - ამბობს ბაზისბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი, ჯაბა კასრაძე. ბაზისბანკის და მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის პარტნიორობის ვიდეო ისტორია.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)