|
2023-07-27 11:06:25, 830 ნახვა
პოლიტიკა
ო’ბრაიენი - გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცით რა იტვირთება თვითმფრინავებში, როცა ისინი საქართველოდან რუსეთში ბრუნდებიან
გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცით რა იტვირთება თვითმფრინავებში, როცა ისინი საქართველოდან რუსეთში ბრუნდებიან,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯიმ ო'ბრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კოიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. სენატორ ჯინ შაჰინის შეკითხვაზე, თუ რა ხდება საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების კუთხით, ელჩმა განაცხადა: "თბილისში კოლეგებთან ერთად ვიყავი ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან - ასე რომ, წარმოდგენილი ვიყავით, როგორც ერთიანი ფრონტი. ვფიქრობ, არის ძალიან გამამხნევებელი სიახლე, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა შეზღუდონ ბრძოლის ველთან დაკავშირებული ნივთების რუსეთში გადაზიდვა. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ სრული კონტროლი აქვთ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებებზე, იქნება ეს აეროდრომების თუ სახმელეთო საგზაო საზღვრებზე. ეს უწყვეტი სამუშაოა და ამ კუთხით დიდძალ დახმარებას ვაწვდით. ისინი კარგი პარტნიორები არიან გამჭვირვალობის კუთხით იმის შესახებ, თუ რას ხედავენ. ახლა კითხვა ისაა, შეგვიძლია თუ არა უკეთესი მონაცემების მიღება მომავალში და შეგვიძლია თუ არა უფრო ნათლად დავინახოთ ის, თუ რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან განახლებულ ფრენებთან დაკავშირებით",- განაცხადა ო’ბრაიენმა. ამასთან, ჯინ შაჰინის შეკითხვაზე, იწვევს თუ არა შეშფოთებას, რომ რუსეთთან ფრენების განახლება საქართელოს, შესაძლოა, სანქციებისთვის თავის არიდებას დაეხმაროს, ო’ბრაიენმა განაცხადა: "არ ვიტყოდი, რომ ეს შემაშფოთებელია, მაგრამ ეს უდავოდ შესაძლებელია. ასე რომ, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცით, რა იტვირთება ამ თვითმფრინავებში, როცა ისინი უკან, რუსეთში ბრუნდება“. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო'სალივანი და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები ელჩი ჯიმ ო'ბრაიენი და კუმარ იერი საქართველოში ივნისში იმყოფებოდნენ.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)