15:13 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-27 10:07:19, 575 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - საქართველო არ და ვერ დაისჯება სიმართლისთვის და იმისთვის, რომ ქართველი ხალხის სურვილია, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს ამ ქვეყანაში

ჩვენ ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ უდიდეს გამოწვევას, პრობლემას, რომელიც საქართველოს საწინააღმდეგოდ შეიქმნა და რომელიც მთლიანად "ფეიკებზეა" აგებული,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მდინარაძის თქმით, საქართველო ევროპისკენ მიდის.
 
„საქართველო მიდის ევროპისკენ, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ და გზაში ისეთი ნაღმები იდება, რომელიც დამაზიანებელია ამ ქვეყნისთვის და ჩვენ ამის განაღმვას ვახერხებთ. ვახერხებთ დიდი ძალისხმევით და რაც მთავარია, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, თორემ ხელისუფლებამ რაც არ უნდა აკეთოს, თუ ის სიმართლე, რა სიმართლეც მის მოქმედებებში დევს და თუ ის მორალი, რა სწორი მორალითაც ის თავის ქვეყანაზე უპირატესად ზრუნავს, ხალხმა არ დაინახა, მაშინ ჩვენ არაფერი გამოგვივა და საქართველო არ დაისჯება და ვერ დაისჯება ჯერ ერთი, სიმართლისთვის და  იმისთვის რომ ჩვენი, ქართველი ხალხის სურვილია, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები, ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს ამ ქვეყანაში. წარმოუდგენელია, ეს სიმართლე დაიჩაგროს და ბოროტებამ სიკეთეზე გაიმარჯვოს. გამორიცხული ამბავია. ეს არის ჩვენი უპირატესი უფლება, რომ ამ ქვეყანაში მიიღებოდეს გადაწყვეტილებები ამ ქვეყნის შესახებ. ყველას ვითვალისწინებთ. ჩვენ მეგობრობაც შეგვიძლია, სწორი კურსიც გვაქვს აღებული, მაგრამ სიცრუით, ტყუილებით და ამ ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლით ვერავინ მოგვერევა. გამორიცხულია“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics