15:15 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-27 09:48:03, 590 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - თუ სააკაშვილის ლობისტებმა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს შეგნებულად დააბრალეს ამ საკითხებში თანამონაწილეობა, ეს არანაკლებ რთული ვერსიაა, რომელიც განმარტებებს მოითხოვს

აშშ-ის საელჩოს რიგითი თანამშრომლის ვალდებულებაც არის, რომ ორი ქვეყნის ნაშენებ ურთიერთობებს მოუფრთხილდეს, არა მხოლოდ ჩვენი. ჩვენ ვუფრთხილდებით, ძალიან მოზომილები ვართ ჩვენს განცხადებაში და ერთი წამით არ ვცდებით ობიექტურობის ჩარჩოებს, რაც წერია, მხოლოდ  იმაზე ვსაუბრობთ, დასკვნებს არ ვაკეთებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "მათაც, ჩვენ მეგობრებს და განსაკუთრებით მის წარმომადგენლებს ეს ვალდებულება აქვთ და ამ ვალდებულების ფარგლებში დეტალურად უნდა გაირკვეს სიმართლე".

„ერთი შემთხვევაც - თუ მართლაც ჩარეული იყო საელჩოს თანამშრომელი, ძალიან ცუდი და დამაზიანებელია ამ ურთიერთობებისთვის და მეორე შემთხვევაც - შეიძლება  კიდევ უფრო დიდი სკანდალი აღმოჩნდეს, თუ შეგნებულად, განზრახ აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს სააკაშვილის ლობისტებმა დააბრალეს ამ საკითხებში თანამონაწილეობა, ეს აბსოლუტურად სხვაგან მიდის და არანაკლებ რთული ვერსიაა, რომელიც განმარტებებს მოითხოვს. ამიტომ გაირკვეს სიმართლე, ჩვენ ყოველთვის ვითხოვთ სიმართლეს“, - განაცხადა მდინარაძემ. 

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, არავის უთქვამს წამოცდენის დონეზეც კი, რომ ფული აიღო საელჩოს თანამშრომელმა. 

„ეს არავის დაუბრალებია, საელჩოს განცხადებაში რატომღაც იყო, თითქოს ფულის აღება მის თანამშრომელს ბრალდებოდა. ჩვენი არც ერთი სპიკერის მხრიდან ასეთი ინფორმაცია გახმოვანებული არ ყოფილა. ჩარევაზე კი ბატონო, მეც და სხვებმაც, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ძალიან სამწუხაროა, ცუდია და განმარტებები ჭირდება იმას, რომ  საელჩოს თანამშრომელთან შედგა არაერთი  კონტაქტი“, - განაცხადა მდინარაძემ „იმედი LIVE”- ში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics