15:15 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-27 09:24:32, 603 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ევან ელიოტი ჩვენ ხომ არ გამოგვიგონია? საელჩოს თანამშრომელი ნამდვილად იყო და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტებში ახსენეს

ევან ელიოტი, რომელიც ნახსენებია, ჩვენ ხომ არ გამოგვიგონია? საელჩოს თანამშრომელი ნამდვილად იყო და FARA-ს შესაბამისად, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტებში ახსენეს. ჩვენ კი არ დაგვჭირდა, მათ დასჭირდათ ეხსენებინათ. რატომ დასჭირდათ, დააბრალეს? რაღა მაინც და მაინც ამ ადამიანს დააბრალეს? რატომ დააბრალეს?  წავყვეთ ამ ვერსიას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ვიღაცამ უნდა თქვას, რა მოხდა სინამდვილეში, რატომ არის ნახსენები  ამ ადამიანის [ევან ელიოტის] სახელი და გვარი ორგზის სატელეფონო კავშირში, რატომ გახდა საჭირო, რომ მიეთითებინათ. 

„იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია, ეს დაწერეს ლობისტებმა. ახლა ჩვენ უნდა მოვისმინოთ ელემენტარული განმარტება. მე ნამდვილად მირჩევნია, რომ საელჩოს დავუჯერო და არა სააკაშვილის ლობისტებს. თუ ეს აბსოლუტურად ტყუილია და ასეთი ზარები არ შემდგარა, მაშინ უნდა ვთქვათ ღიად, რომ მოიტყუა ლობისტმა, როდესაც მის მიერ, ამერიკული კანონის, „რუსული კანონი“ რომ დაერქვა საქართველოში,  ამ ე.წ. რუსული კანონის თანახმად განთავსებულ დოკუმენტში სააკაშვილის ლობისტებმა ჩაწერეს  ტყუილი. მაშინ ამას თავისი მიზეზებიც შეიძლება ჰქონდეს. რომელია ტყუილი, რომ არ დაკავშირებიან, შემდეგ დაუკავშირდნენ, მაგრამ უარი იყო ამაზე, 6-ში დაუკავშირდნენ სხვა თემასთან დაკავშირებით და 8-ში მაინც დაუკავშირდნენ, აქტორი არ  იყო საერთოდ საელჩოს თანამშრომელი თუ რა მოხდა სინამდვილეში? ჯერ ამბავი გავიგოთ ბოლომდე.

დოკუმენტში მითითებულია 6 და 8 მარტს კონტაქტი, ამ დოკუმენტებს თუ დავუჯერებთ, პირდაპირ ჩანს, რომ ამ ადამიანთან გადიოდა კონტაქტზე კონკრეტული ლობისტი და ის ელაპარაკებოდა სხვადასხვა თემებზე, მაგნიტსკის სიაზე, სააკაშვილის შეწყალებაზე, რომელთან დაკავშირებითაც უნდა დაეკავშირებინა საელჩოს თანამშრომელს სალომე ზურაბიშვილთან, სალომე ზურაბიშვილმა შემდეგ დაადასტურა, რომ ასეთი მცდელობა იყო, მაგრამ მან არ მიუთითა, არ თქვა საელჩოს თანამშრომლიდან იყო თუ პირდაპირი კონტაქტი იყო. ჯერ მოგვიყვნენ ეს ადამიანები, ჩვენ ხომ არ გვიხსენებია?
ევან ელიოტი, რომელიც ნახსენებია, ჩვენ ხომ არ გამოგვიგონია? საელჩოს თანამშრომელი ნამდვილად იყო და FARA-ს შესაბამისად, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერზე განთავსებულ დოკუმენტებში ახსენეს. ჩვენ კი არ დაგვჭირდა, მათ დაჭირდათ ეხსენებინათ. რატომ დაჭირდათ, დააბრალეს? რაღა მაინც და მაინც ამ ადამიანს დააბრალეს? რატომ დააბრალეს, წავყვეთ ამ ვერსიას მაშინ.

ან თვითონ ამ ადამიანმა, ან საელჩომ, ან სააკაშვილმა და მისმა ლობისტებმა, ან "ნაცმოძრაობამ", რომელიც ამ პროცესებს თავის დავალებების მიმცემებთან სათავეში უდგას, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას, რა მოხდა სინამდვილეში? რატომ არის ნახსენები  ამ ადამიანის სახელი და გვარი ორგზის სატელეფონო კავშირში, რატომ გახდა საჭირო, რომ ეს მიეთითებინათ, კიდევ რას უნდა ველოდოთ, სად იყო ვიღაც ჩარეული თუ არ იყო ვიღაც ჩარეული? ხომ უნდა მოგვიყვნენ, რა მოხდა სინამდვილეში? თუ დავუშვათ ვერსია, რომ  ტყუილა ჩაწერეს, მაშინ რასთან გვაქვს საქმე, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფუჭების  მცდელობაა და ამერიკის საელჩოს კონკრეტული თანამშრომელი სპეციალურად ახსენეს სააკაშვილის ლობისტებმა, რომ რაღაც დიდი უთანხმოება და სკანდალი ყოფილიყო? იქ საკმაოდ მკაცრია ტყუილთან დაკავშირებული სანქციები, იმ ამერიკულ ე.წ. რუსულ კანონში, ამერიკაში რომელიც მოქმედებს და თუ ეს ტყუილი დადასტურდა, არ არის მარტივი გადასატანი იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ეს დოკუმენტი შეავსო ხო? ანუ,  რა მიზნით მოიტყუა? მაშინ ეს უნდა გაირკვეს და გაარკვიონ, გვითხრან. მაგრამ როდესაც  ჩვენ ამას ვკითხულობთ, პირველივე დასკვნა და ემოცია არის, რომ ეს ადამიანი ჩართული იყო ამაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE”- ში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics