04:16 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-26 15:02:43, 930 ნახვა

საზოგადოება
მაღალმთიან აჭარაში ტყის იშვიათი სახეობების შესწავლა მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროექტის „საქართველოს ტყის იშვიათი და რელიქტური სახეობების შესწავლა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა“ ფარგლებში, მაღალმთიან აჭარაში, სამეცნიერო ექსპედიციის წევრები მუშაობენ. 

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, სპეციალისტები საქართველოს ტყის იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების ლოკაციების დაზუსტებას და აღწერას ახორციელებენ. 

"პროექტი 4 რელიქტური სახეობის, ჰართვისის მუხის (კოლხური მუხა, Quercus hartwissiana Steven.), პონტოს მუხის (Quercus pontica K.Koch.),  რცხილფოთოლა ძელქვას (კავკასიური ძელქვა, Zelkova carpinifolia (Pall.) K.Koch.) და ლაფანის (Pterocarya pterocarpa (Michx) Kunth.) ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნას, ex-situ კონსერვაციას, მოლეკულურ-გენეტიკური და მოფომეტრიული კვლევების ჩატარებას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში იგეგმება საკვლევი სახეობების შესახებ არსებული ინფორმაციის განახლება, GIS-ში გავრცელების ამსახველი გეორეფერენსირებული თემატური რუკების შექმნა, in-situ სათესლე უბნების დადგენა, აღნიშნული სახეობების თესლის დამუშავება სტანდარტების შესაბამისად და თესლთა ბანკში შენახვა (ex-situ), მუხების ორი საკვლევი სახეობის ფოთლების მორფომეტრიული აღწერებისა და მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის ჩატარება მათი ტაქსონომიური სტატუსის დასაზუსტებლად.

პროექტი ასევე ითვალისწინებს აქამდე შესწავლილი 14 სახეობისა და აღნიშნული 4 სახეობის მასალებზე ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნას ქართულ-ინგლისურ ენებზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტყეები გამორჩეულია მცენარეთა მრავალფეროვნებით, მრავლად არის ენდემური, რელიქტური სახეობები, რომელთა ნაწილი გადაშენების საფრთხის წინაშეა. საქართველოს ველური ფლორის იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების კონსერვაცია არაერთი საერთაშორისო კონვენციითი არის განსაზღვრული.

პროექტი, ავსტრიის ტყეების კვლევის ცენტრის (BFW) სილვაკულტურის, ტყის ზრდისა და გენეტიკის დეპარტამენტის, გენომის კვლევის განყოფილების უფროსის  კონსულტაციით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს",- ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics