16:06 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-26 12:46:30, 684 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი მელიაზე - ერთი ადამიანის ჯუჯღუნი, წუწუნი, მის პირად პრობლემებზე მოთქმა საინტერესო არ არის

ერთი ადამიანის ჯუჯღუნი, წუწუნი, მის პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის ჩემთვის საინტერესო და არ მგონია, ხალხისთვისაც საინტერესო იყოს,- ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაცემა "რეაქციაში" გაკეთებულ განცხადებებს.

ხაბეიშვილის თქმით, თუ მელია "ასე გააგრძელებს მუდმივად მისი პრობლემის მოყოლას, ეს უფრო გააღრმავებს მის დეპრესიას".

“ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა. იმ ქვეყანაში, სადაც 100 ათასი ბავშვი შიმშილობს, 400 ათას პენსიონერს აწუხებს საპენსიო სესხის პრობლემა, დაბალი პენსია. ადამიანებს არ აქვთ სამსახური გულწრფელად გეუბნებით, ერთი ადამიანის ჯუჯღუნი, წუწუნი, მის პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის ჩემთვის საინტერესო და არ მგონია, ხალხისთვისაც საინტერესო იყოს. საეთერო დროის გამოყენება ბევრად ეფექტურად შეიძლება, მაგალითად ჩვენი მოსახლეობის პრობლემებზე რომ ისაუბრონ პოლიტიკოსებად ვინც თვლის თავს და ადამიანების მხარდაჭერა სჭირდებათ და არა საკუთარი პრობლემები მოყვნენ რამდენიმე საათის განმავლობაში.

ურთულესი საყურებელია ერთი ადამიანის წუწუნის, მოთქმისა და ჯუჯღუნის ყურება. შესაბამისად, სერიოზული კომენტარის გაკეთება არ იქნებოდა საჭირო. რუსულ პარტიას იზოლაციაში და ტყვეობაში ჰყავს პრეზიდენტ სააკაშვილი, ეს არის ისეთი ჭეშმარიტება, არათუ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც ჩვენ დასავლელ პარტნიორებში არის კონსენსუსი, ეს არის სიმართლე, დანარჩენი კონკრეტული ადამიანები პირადი გამორჩენის გამო პირადი წუწუნის, წუხილების, ჯუჯღუნის გამო აკეთებენ რაღაც განცხადებებს, ესა არის მათი საქმე. თუ რამე დამატებით იციან, სჯობს მათ ისაუბრონ თავიანთ წუწუნზე და ჯუჯღუნზე, ვიდრე მე ვაკეთო კომენტარები...

და ერთ რამესაც გეტყვით, ყველას ჰქონია ავტომობილთან შეხება, რაც არ უნდა კარგი იყოს ეს ავტომობილი, თუ დროის გასვლის შემდეგ ამ ავტომობილს ზეთს არ გამოუცვლით, აუცილებლად მისი ძრავა გაჩერდება, ისევეა პოლიტიკაშიც - წარმოუდგენელია ერთი და იგივე წუწუნით გინდოდეს ხალხის მხარდაჭერის მოპოვება, ასე არ გამოვა. ამიტომ, კონკრეტულმა ადამიანებმა მიიღონ ეს გზავნილი. თუ ასე გააგრძელებს მუდმივად მისი პრობლემის მოყოლას, ეს უფრო გააღრმავებს მის დეპრესიას, ხალხს ეს არ აინტერესებს",- აცხადებს ხაბეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics