|
2023-07-26 11:39:15, 963 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია სადგურის დაკეტვის გარეშე განხორციელდება
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები მეტროსადგურის დაკეტვის გარეშე ჩატარდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, რეაბილიტაციის პროცესში მეტროსადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. „მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროცესი ძალიან გაჭიანურდა. გამარჯვებულმა კომპანია „მამისონმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ და არ შეასრულა. შესაბამისად, მოგვიწია მისი გაშვება და დღეს აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“ შეასრულებს. როდესაც პროექტის განხორციელებას ვიწყებდით, მთავრობის სხდომაზე ვთქვით, რომ მეტროსადგურის დროებით დაკეტვა მოგვიწევდა. დღეს კი მინდა გაცნობოთ, რომ სადგურის დაკეტვა არ დაგვჭირდება და რეაბილიტაცია ისე ჩატარდება. სამუშაოს შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და გეგმის მიხედვით, მომდევნო წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს“,- განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, რეკონსტრუქციის ფარგლებში, უკვე შემუშავდა სამუშაოთა წარმოების პროექტი სადგურის დაბლა ბაქანზე განხორციელდა აზბესტის ჭერის დემონტაჟი სრულად; მიმდინარეობს ბაქნის ქვედა სამეურნეო სივრცეების სარემონტო სამუშაოები; განხორციელდა ბაქნის სივრცის დეტალური სკანირება, რაც აუცილებელია ჭერის მოპირკეთების პროექტის საბოლოო დაზუსტებისთვის. „უახლოეს პერიოდში ასევე, დაგეგმილია: ესკალატორის დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის დემონტაჟი; ბაქნის იატაკზე არსებული ფილების დემონტაჟი, მოჭიმვის მოწყობა და პროექტით გათვალისწინებული ფილების მონტაჟი. როგორც გითხარით, სამუშაოები არ საჭიროებს მეტროსადგურის დახურვას და ის ჩვეულ რეჟიმში იფუნქციონირებს. გარკვეულ არეალებში იქნება შეზღუდვები, როდესაც უშუალოდ ბაქნის მოპირკეთების სამუშაოები წარიმართება. ამაზე ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“,- დასძინა დედაქალაქის მერმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)