|
2023-07-25 16:09:37, 1050 ნახვა
საზოგადოება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოჭიდან საკრუიზო გემის შემოსვლაზე - კომერციული ხასიათისაა - ის საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 27 ივლისს, ბათუმში სოჭიდან საკრუიზო გემი შემოვა. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ს შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. სააგენტო ასევე განმარტავს, რომ გემი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. "გემის სააგენტო კომპანიის INFLOT-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE-ს შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება. აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ს შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება",- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. ცნობისთვის, ტელეკომპანია Россия 1-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22 ივლისს, საკრუიზო გემმა ASTORIA GRANDE-მ დაიწყო ახალი მარშრუტით მოგზაურობა, რომლის მიხედვითაც გემი ბათუმის პორტშიც შევა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)