|
2023-07-25 16:04:19, 655 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ევროპის საბჭოს HELP-ის განყოფილების უფროსს შეხვდა
გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი ევროპის საბჭოს HELP-ის განყოფილების უფროსს ევა პასტრანას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურატურის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „გენერალური პროკურორის მოადგილემ HELP-ის განყოფილების უფროსს მადლობა გადაუხადა პარტნიორობისთვის, პროკურატურაში HELP-ისსასწავლო კურსის დანერგვაში გაწეული მხარდაჭერისთვის და კურსის წლების განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობისთვის. ნათია მერებაშვილის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ ევროპის საბჭოს HELP-ის სასწავლო კურსების განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. პროკურატურაში 23 სასწავლო კურსი ჩატარდა, რომელშიც 334 თანამშრომელი მონაწილეობდა. გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე, სამომავლოდ დაგეგმილ სასწავლო მიმართულებებზეც ისაუბრა. ევროპის საბჭოს HELP-ის განყოფილების უფროსმა ევა პასტრანამ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალურ პროკურატურას ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობისთვის და იმ მიღწევებისთვის, რაც პროკურორებს სასწავლო კურსების იმპლემენტაციის პროცესში აქვთ. ღონისძიებაზე, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სალომე შენგელიამ 2016-2023 წლებში, ევროპის საბჭოს პროგრამა -„ადამიანის უფლებების სწავლება იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის" "HELP"-ის საქართველოს პროკურატურაში იმპლემენტაციის, პროკურორების მიღწევების და წარმატებული სწავლების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. როგორც სალომე შენგელიამ აღნიშნა, საქართველოს პროკურატურას 9 სერტიფიცირებული ტუტორი ჰყავს, რომლებიც პროკურატურის სხვადასხვა დანაყოფში საპროკურორო საქმიანობას ახორციელებენ. პროკურორების უწყვეტი განათლების და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში, 2020 წელს, კოვიდ-19 პანდემიის დროს, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ინიციატივით, საქართველოს პროკურატურაში ევროპის საბჭოს HELP-ის პროგრამის ფარგლებში 6 სასწავლო კურსი წარმატებით განხორციელდა და 82 პროკურორი სერტიფიცირებული კურსის მონაწილე გახდა. საქართველოს პროკურატურის ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, HELP-ის სასწავლო კურსების ინტეგრირება პროკურორთა სპეციალიზაციისა და სხვადასხვა ტრენინგ მოდულებში აქტიურად გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)