|
2023-07-25 15:53:55, 811 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე შეხვდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ვიცე-პრეზიდენტ კონსტანტინე ლიმიტოვსკისა და ბანკის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები. "ხაზი გაესვა ბანკის მიზანს - ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობას. მინისტრის მოადგილემ სტუმრებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება, საუბარი შეეხო მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელებიც მიმართულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებისკენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო ახორციელებს სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ რეგიონის მასშტაბით ურთიერთკავშირის გასაუმჯობესებლად და ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა არის საქართველო. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, მწვანე და კლიმატზე ორიენტირებული გარემოს ხელშეწყობა, მრავალმხრივი და ორმხრივი განვითარების პარტნიორებთან თანამშრომლობა, ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)