|
2023-07-25 13:02:45, 1413 ნახვა
საზოგადოება
შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალი დაუვიწყარ დღეებს გპირდებათ
„თიბისი კონცეპტის“ მხარდაჭერით და ისთერნ ფრომოუშენსის ორგანიზებით, 28-30 ივლისს, ბათუმში რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალი გაიმართება. ორგანიზატორები, ფესტივალის სტუმრებს, განსაკუთრებულ საღამოებს პირდებიან. ფესტივალის, სამი დაუვიწყარი დღის, არტისტები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან. წელს ის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ წლების შემდეგ შავი ზღვის საფესტივალო ადგილი შეიცვალა, სტუმრებს ახლად შექმნილი სივრცე „სთეიჯ 17“ უმასპინძლებს (ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ 34). ჯაზ ფესტივალის ფარგლებში კონცერტებს შემდეგი შემსრულებლები გამართავენ: 28 ივლისი |ბედფორდ ფოლსი (BEDFORD FALLS) და სოულ თრეინი (SOUL TRAIN). 29 ივლისი | მარკუს მილერი (MARCUS MILLER European Tour 2023). 30 ივლისი | ბრუკლინ ფანკ ესენშელს (BROOKLYN FUNK ESSENTIALS). ყოველი დღის ბოლოს კი, 24:00 საათზე ივერია ბიჩზე, საღამოს თიენემ ჯემ სეიშენი (TNM JAM SESSION) დაასრულებს. ფესტივალის დღეებში შესაძლებლობა გაქვთ, დაესწროთ „თიბისი კონცეპტის“, ვიზას და ივერია ბიჩის დღის ივენთებს, ისიამოვნოთ სანაპიროთი და გაიხალისოთ დღეები განასაკუთრებული მუსიკით. „თიბისი კონცეპტ“ ვიზა ბარათის მფლობელებისთვის ივერია ბიჩის სანაპიროზე შესვლისთვის მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება. სტუმრებს თბილისიდან ბათუმამდე ჯაზ მატარებელი მოემსახურებათ. მატარებელში მგზავრების საზეიმო განწყობაზე SALIO იზრუნებს. სპონსორები: „თიბისი კონცეპტი“, ვიზა. მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, ბათუმის მერიაა. პარტნიორები: „სთეიჯ 17“ და „ივერია ბიჩი“, ბუკნარი ლისი დეველოპმენტი, მაზდა, საქართველოს რკინიგზა. წლევანდელ ჯაზ ფესტივალს რესტორანი „პორტო ფრანკო“ და კაფე „პრივეტ იზ ბატუმა“ უმასპინძლებს. მედია მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, ინტერნეტ ჟურნალი Marketer.ge, ონლაინ გამოცემა - ბათუმელები, პალიტრა მედია, რადიო უცნობი, სარეკლამო სააგენტო - ალმა არიან. ფესტივალის კარი სტუმრებისთვის 19.00 საათზე გაიღება. „თიბისი კონცეპტ“ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი, ხოლო „თიბისი“ ვიზა ბარათის მფლობელებისთვის 10%-იანი ქეშბექი. ფესტივალის ბილეთების შეძენა www.tkt.ge-ზეა შესაძლებელი.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)