16:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-25 11:30:00, 594 ნახვა

პოლიტიკა
მათიკაშვილი დეგნანზე - ხარ ქვეყანაში ელჩი, ამ ქვეყანას ეხება მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ამას არ იცნობ - არავინ დაიჯერებს

როგორ წარმოგიდგენიათ, ხარ კონკრეტულ ქვეყანაში დანიშნული ელჩი, ამ ქვეყანას ეხება საკითხები, რომელსაც შენი წარმდგენი ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს, ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს და ამას არ იცნობ. ეს არის საკითხი, რომელსაც  არავინ დაიჯერებს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ასევე, "ძალიან მნიშვნელოვანია საელჩოს თანამშრომლის საკითხიც".

„როგორ წარმოგიდგენიათ დიპლომატიურ სივრცეში, ხარ კონკრეტულ ქვეყანაში დანიშნული ელჩი, ამ ქვეყანას ეხება საკითხები, რომელსაც შენი წარმდგენი ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს, ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს და ამას არ იცნობ. ეს არის საკითხი, რომელსაც არავინ დაიჯერებს.

განმცხადებლის სინდისზე იყოს ეს ყველაფერი, რამდენად გულწრფელი იყო. ჩემი კოლეგების ზოგიერთ ემოციურ "პოსტებს" კითხულობს და მასზე აქვს რეაქცია და რეაგირება და როგორ დავიჯერო, რომ შეერთებული შტატების ასეთ ვრცელ დოკუმენტებს არ ეცნობა, სადაც საქართველოზეა საუბარი. 

ძალიან მნიშვნელოვანია საელჩოს თანამშრომლის საკითხი. როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი მოცემულობა, რომ ორ არასახელისუფლებო მხარეს შორის იდება რაღაც ხელშეკრულება, ამ შემთხვევაში საუბარია სააკაშვილის ოჯახზე და იმ კომპანიებზე და ხელშეკრულებაში მითითებულია ოფიციალური პირის სახელი და გვარი. მისი ინფორმირების გარეშე  ამ პირის სახელს და გვარს ეს დოკუმენტი წესით არ უნდა შეიცავდეს, ფაქტია, რომ ეს ასეა. თუკი, ოფიციალურმა პირმა იცის ეს საკითხი, აქედან ძალიან მარტივად ვაკეთებთ ლოგიკურ დასკვნას, რომ მისმა წარმომადგენლობის ხელმძღვანელმაც, ფაქტია, უნდა იცოდეს ეს საკითხი. 

სწორედ აქ შემოდის ის სამწუხარო რეალობა, სადაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ გარკვეული ძალები, მეტ კონკრეტიკას თავი დავანებოთ და ისევ ასე მოვიხსენიოთ, გლობალური ძალა, რომელსაც სურს საქართველო ჩაითრიოს ომში, ამ სიტუაციაში, სამწუხაროდ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლობის თანამშრომელია გარეული“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა POSTV-ის ეთერში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics