04:15 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-25 10:11:22, 602 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია რომში იტალიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქ.რომში ვიზიტის ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათის და სატყეო პოლიტიკის მინისტრს, ფრანჩესკო ლოლობრიჯიდას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, რომში გამართული გაეროს სასურსათო სისტემების 2023 წლის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრებმა მდგრადი სასურსათო სისტემების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. ოთარ შამუგიამ იტალიელ კოლეგასთან შეხვედრისას ყურადღება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე იტალიის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას სამეცნიერო-კვლევითი კუთხით და, ასევე, აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის გაუმჯობესების მიმართულებით.

ოთარ შამუგიამ იტალიელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შესახებ და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დგამს ქმედით ნაბიჯებს რათა უზრუნველყოფილი იყოს ქართული აგროსასურსათო პროდუქტების, მათ შორის, ღვინის და თხილის ხარისხი.

იტალიელმა კოლეგამ მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქართული ღვინო გამოირჩევა მაღალი ხარისხით და აქვს კარგი საექსპორტო პოტენციალი. ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და მალე გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ქ. რომში გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე სურგულაძე ესწრებოდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics