09:20 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-24 17:31:02, 988 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი - მე თუ ქრთამების აღება მინდოდა, 11 500 ავიღებდი? - ბინძური ტყუილია

მე თუ ქრთამების აღება მინდოდა, 11 500 ავიღებდი?- ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, "ბინძურ ტყუილზე სიღრმისეულ კომენტარს" ვერ გააკეთებს. 

"პრინციპულად არ ვაკეთებ ხოლმე სიღრმისეულ კომენტარს ბინძურ ტყუილზე. ვინც ბინძურ ლათინურ ასოებს ფლობს, ის იოლად გაიგებდა ამას. ცოტა შეურაცხმყოფელია, მე თუ ქრთამების აღება მინდოდა, 11 500 ავიღებდი? ძალიან შეურაცხმყოფელი თანხაა, ამას ვაფიქსირებ კიდევ ხაზგასმით.

ბინძურ ტყუილზე პოლიტიკაში არასდროს არ უნდა გააკეთო კომენტარი, ისეთ ტყუილზე რომელიც არის სიბინძურის 100%. თვითონ მილიონებს იპარავენ და მე ე.ი. 11 500-ზე მეტი ვერ გაიმეტეს ჩემთვის ტყუილშიც კი წარმოგიდგენიათ?!"- განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილის "მდაბიო ტყუილი და დისტრიბუცია საერთაშორისო მედიაში 11 500$-ით დაფინანსდა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics